| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორისაა დემეტრე ჩხაიძე, რომლის მიღწევასაც სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს.
დემეტრე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერია, ის აკადემიაში ნაწარჩინებული სწავლით გამოირჩევა და იმ ორ იუნკერს შორის მოხვდა, რომლებმაც შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს.
მიწეული წარმატებისთვის კი, დემეტრე 10 დღით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნავალის საზღვაო აკადემიაში, კონფერენციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა.
გიმნაზიის დირექცია ულოცავს დემეტრე ჩხაიძეს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და თავდაცვის სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება.
სკოლაში, ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და უხარიათ, რომ დემეტრეს აღზრდაში გიმნაზიამ დიდი როლი ითამაშა.
სკოლა ასევე გვიზიარებს დემეტრე ჩხაიძის ფოტოს, რომელიც გადაღებულია ნავალის აკადემიის ადმირალთან ერთად.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ