სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მეათეკლასელების ორგანიზებით, სპორტული ღონისძიება ჩატარდა
24-11-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, სპორტული ღონისძიება, მოსწავლეთა დიდი ჩართულობით გაიმართა. 

ღონისძიება - „მხიარული სტარტები“, 16 ნოემბერს, მე-7-მე-8-მე-9 კლასებს შორის მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები მე-10 კლასის მოსწავლეები იყვნენ, მათ გაუწიეს კურირება გუნდების შექმნას და ყურადღებით აკვირდებოდნენ შეჯიბრის სწორად წარმართვას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დამრიგებლისა და სპორტის მასწავლებლის მ.ბურდულის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო აზარტი, ადრენალინი, ნერვიულობა მარცხის გამო, მაგრამ თამაშების ბოლოს ყველა კმაყოფილი დარჩა.

დამსახურებულად გაიმარჯვა მე-8 კლასმა, რომლის დამრიგებელი ს.კობაიძე გახლავთ.

სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ გამარჯვებას, მადლობას უხდიან აქტიურობისთვის და უსურვებენ წარმატებას. 

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სასკოლო საზოგადოებაში საჭირო და აუცილებელია. მადლობა, სკოლის დირექციას დახმარებისთვის, მასწავლებლებს: ლია და ნატო აფციაურებს გვერდში დგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ანა კვირტიძეს. ფოტოებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება