| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ღონისძიებებითა თუ აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კლუბ „აქტიური მოქალაქეების“ ჩართულობით, პროექტის - „ჩვენ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ ფარგლებში, კვირეული განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კვირეული, სასკოლო საზოგადოების მხრიდან, მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.
მის ფარგლებში, ტოლერანტობაზე საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა პრეზენტაციები, სიტუაციური თამაშობები, დებატები გამართეს. კვირეულს დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და დამრიგებლებმა აღნიშნულ თემას კლასის საათეები მიუძღვნეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა შეასრულეს ნამუშევრები, შექმნეს პოსტერები, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მომავალი თაობები ტოლერანტულები იქნებიან.
პროექტის ერთ-ერთი აქტივობა სხვა სკოლის მოსწავლებთან თანამშრომლობა და მათთვის თავიანთი ნამუშევრების წარდგენა იყო. ამ მიზნით, ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალშენისა და დედალაურის საჯარო სკოლებში სტუმრად იმყოფებოდნენ.
„ტოლერანტობის კვირეულს“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნატო ბენდელიანი გამოეხმაურა. მან IX კლასში, მოსწავლეებთან ერთად, ანა კალანდაძის ლექსი - „ფეხი დამადგით“, დაამუშავა. მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, შექმნეს საინტერესო პოსტერი და დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაზე დამატებითი ინფორმაცია მოიძიეს. გარდა ამისა, VIII კლასში განვლილი მასალა - ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასული და მათხოვარი“ გაიხსენეს. მოსწავლეებმა თემა თანამედროვე პრობლემებს დაუკავშირეს და პოსტერი ტოლერანტობაზე შექმნეს.
„მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ახალშენისა და დედალაურის საჯარო სკოლებში, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ერთ სასკოლო სივრცეს იზიარებენ სხვადასხვა რელიგიის მქონე ბავშვები. მათ ერთმანეთთან მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები აკავშირებთ.
საინტერესო იყო მასპინძელი მოსწავლეებისა და ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ურთიერთშორის ინფორმაციის გაცვლა, მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და სხვადასხვა აქტივობების ერთობლივად შესრულება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ