| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლა-განათლებაში ჩადებული შრომის შედეგი განსაკუთრებით ახარებთ.
„ისევ სასიამოვნო სიახლით გვინდა გავახაროთ სასკოლო საზოგადოება. კვლავ გამარჯვებას ვზეიმობთ და ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ისევ წარმატებებისა და გამარჯვებების ბუმია“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ახლახან ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
თამაშში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
ძალიან საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა პირველობისთვის ბრძოლა, თუმცა საბოლოო შედეგებით ყველა ერთნაირად კმაყოფილი იყო.
გამარჯვებული კლასები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით. დაწყებით საფეხურზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა მე-5 კლასის გუნდი „ცისარტყელა“ (კლასის ხელმძღვანელი: ციური დავითაძე), საშუალო საფეხურზე გამარჯვებულია მე-7 კლასის მოსწავლეთა - გუნდი „ფორსმაჟორი“ (კლასის ხელმძღვანელი: ირმა ბერიძე), ხოლო საშუალო საფეხურზე პირველობა მოიპოვა მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდმა სახელწოდებით „ნიკე“ (კლასის ხელმძღვანელი: ირინა ქასრაშვილი).
სკოლაში გუნდებს გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, გამარჯვებულ გუნდებსა და კლასის ხელმძღვანელებს ამ გამარჯვებას, სამომავალოდ კი უფრო დიდ მიღწევებსა და წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში, დირექტორის - მიხეილ ხალვაშის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ