სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა ვიცით ქართული სპორტის შესახებ“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
22-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები იმართება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „ერთობა“ (კურატორი ფიქრია გიორხელძე) სკოლა-ბიზნეს ფორუმში - პროექტით - „სპორტული ქალაქი-ილიმპო“ მონაწილეობდა. პროექტს მხარი დაუჭირა და დააფინანსა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „იმერკრედიტი“. მიღებული თანხით, სკოლაში სპორტული ინვენტარი და ტურნირებისათვის მაისურები შეიძინეს.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა ვიქტორინა კონკურს - „რა ვიცით ქართული სპორტის შესახებ“ სკოლაში 20 ნოემბერს გაიმართა. მასში მე-7 - მე-9 კლასის მოსწავლეების 9 გუნდი მონაწილეობდა. აქტივობას წინ მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა. პროექტის ავტორებმა, მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა, შეიმუშავეს კითხვარი, შექმნეს საკითხების ჩამონათვალი და მიაწოდეს მონაწილე კლასებს. გარდა ამისა, საპრეზენტაციო ვიდეო და აუდიო მასალა მოამზადეს. ვიქტორინა-კონკურსი მე-11ბ კლასის მოსწავლეებს - ლიკა მიქაბერიძეს, ნინი ბენიძეს, გიორგი დანგაძესა და მათე ჩავჩიძეს მიჰყავდათ. 

ჟიურის წევრები იყვნენ სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, სპორტის მასწავლებელი - გია უგულავა, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე - მე-10ბ კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძე; ეკო-კლუბის ლიდერი - მე-11ბ კლასის მოსწავლე ანასტასია კირვალიძე, სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი - მარიამ კიკვიძე, წყალტუბოს რაგბის გუნდის „დინოზავრების“ კაპიტანი B ლიგაში - მე-11ბ კლასის მოსწავლე - რეზი ლიპარტელიანი. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ვიქტორინა ხმაურიანი და სახალისო იყო. მოსწავლეებმა შედეგების შეჯამებისას აღნიშნეს, რომ ქართული სპორტის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაიგეს.

ვიქტორინის მაქსიმალური ქულა 30 იყო. 26 ქულა VIIა; VIIIბ; IXგ კლასების გუნდებმა მოაგროვეს. დაწინაურდნენ და ფინალში გავიდნენ VIIგ და IXა კლასები თანაბარი - 28 ქულით. მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად მინი ტური უახლოეს დღეებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტი“ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პარტნიორი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება