სიახლეები
სკოლები

კვახჭირისა და ჭოგნარის საჯარო სკოლების მენტორი პედაგოგი თამარ შანიძე საინტერესო სტატიას გვიზიარებს
22-11-2023
-
+


თამარ შანიძე, ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარისა და კვახჭირის საჯარო სკოლების გერმანული ენის მენტორი მასწავლებელია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდა. 

პედაგოგი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ეცნობა ყველა სიახლესა თუ ცვლილებას, რასაც პროფესიული მოღვაწეობისას აწყდება და საუბრობს განათლების სისტემაში მთავარ გამოწვევებზე, სწავლების ხარისხის ამაღლებასა და უკეთესი განათლების პერსპექტივებზე. 

დღეს, პედაგოგი გვიზიარებს თავის სტატიას, თემაზე -  „შესაძლებელია თუ არა მოსწავლეთა სურვილისა და ამ სურვილის განხორციელებისათვის საჭირო მოტივაციის შეუთავსებლობა?“

პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„ხშირ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ამა თუ იმ სასურველი დავალების შესრულების პროცესი მოტივაციას ბადებს ან არსებულ მოტივაციას ზრდის. შემთხვევა, როცა სურვილი და მოტივაცია იკლებს შესაძლებელია სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, როგორებიცაა:

  • დავალების სირთულე;
  • პედაგოგის მხრიდან მოსწავლისადმი დემოტივაციის გამომწვევი მიმართვა-დამოკიდებულება;
  • თამაშის, ან ჰობისთვის განკუთვნილი დროის შეზღუდვა, რაც შეიძლება გამოიწვიოს დავალების გონივრულ დროში შესრულების აუცილებლობამ;
  • სასწავლო გარემოში სასწავლო შინაარსისათვის განკუთვნილი რესურსების სიმწირე;
  • მშობელთა სასწავლო პროცესში ნაკლები ჩართულობა და მათი ინდიფერენტული დამოკიდებულება საგნის მიმართ.

ხშირად დავალებები შედგენილია, ისე რომ მოსწავლეთა კომპეტენციები ნაკლებად არის გათვალისწინებული და ორიენტირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით ან საგნობრივი პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. თუ დავალებები 50/50 სირთულის გათვალისწინებით არ არის შედგენილი, მოსწავლეთა მოტივაცია დემოტივირდება და სურვილიც მის პარალელურად მცირდება.  დავალებებში არსებული დაბრკოლებების სკაფოლდინგური გადალახვა მათი საგნის მიმართ არსებული სურვილისთვის მასტიმულირებელი ფაქტორია, მაგრამ თუ დავალება მათი წინარე ცოდნის დახმარებით ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას არ იძლევა და დავალებები დაუძლეველი ბარიერებითაა დაკომპლექტებული, ასეთი დავალებების შესრულება აღსაზრდელს  სტიმულს აკარგვინებს, ხდება დემოტივირებული და სურვილიც იკარგება სასწავლო პროცესისა თუ შინაარსის მიმართ.

სასწავლო საგნის მიმართ სურვილისა და მოტივაციის შეუთავსებლობა შესაძლოა გამოიწვიოს პედაგოგისა და მოსწავლის არაჯანსაღმა ურთიერთდამოკიდებულებამ. აღსაზრდელი პედაგოგის მხრიდან არაჯანსაღ თუ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას აღიქვამს სასწავლო პროცესისათვის პედაგოგის ყოველდღიურ მზაობაში, მის ხმის ტემბრსა თუ ქცევაში, ტაქტსა თუ ეთიკაში, მოსწავლისგან შესრულებული წერილობითი დავალებისა თუ მომზადებული გაკვეთილისათვის გაკეთებულ უკუკავშირში. როცა მოტივაციის ხელშემშლელი ფაქტორი პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულებაა, შესაძლებელი ხდება მისი მართვა ისევ პედაგოგიკური მიდგომებითა და ხერხებით. ასეთ შემთხვევაში უპირატესია ბიჰევიორისტული მიდგომები, რომლებიც ჰუმანურ ელემენტებს მოიცავს და ლატენტური ბუნების მატარებელია.

მოტივაციის ხარისხის კლება ხშირად არასათანადო სასწავლო გარემოს ელემენტებს უკავშირდება. ხშირად სასწავლო თემის შესაბამისი რესურსების არ ქონა, საკლასო ოთახის არასათანადოდ მოწყობა, კავშირშია მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის კლებასთან. ზოგჯერ სასწავლო რესურსები არ მოიცავს ასახსნელი თემატიკის შესაბამის ყველა ელემენტს, რაც იწვევს მოტივაციის შემცირებას აღსაზრდელებში.

ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო საკითხის შესაბამისი რესურსების მრავალმხრივ გამომსახველობას. რაც უფრო განსხვავებული რაკურსით ხდება შესასწავლი ან ასახსნელი საკითხის გაშუქება-პრეზენტირება მით მეტად ნარჩუნდება მოტივაცია ან იმატებს მისი ხარისხი.

მაშინ როცა აღსაზრდელებს ლოგიკური აზროვნება ან წარმოსახვის უნარი მაღალგანვითარებული აქვთ რესურსთა მრავალფეროვნება აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია სასწავლო საკითხთა მოკლე დროში მარტივად აღსაქმელად.

ამდენად, ერთმანეთს უპირისპირდება ერთის მხრივ თავისუფალი დროის აქტივობა ან აქტივობები და მეორეს მხრივ ცოდნის სურვილი, რომლის განხორციელებაც ზღუდავს მის პირვანდელ, სასურველ ქმედებას. ისეთ  ქმედებას, რომელსაც დიდი ძალისხმევა და კონცენტრირება ნაკლებად სჭირდება და რომლის დროსაც ის პასიურია, ვინაიდან დავალება არ ითხოვს მის აქტიურობას. მას სურვილი აქვს განახორციელოს მომავალში წარმატების მომტანი აქტივობები, თუმცა ისიც სურს რომ ეს მას ნაკლები ძალისხმევის ფასად დაუჯდეს.  ხშირად აღსაზრდელისთვის უპირატესი ხდება მოკლე დროში შესრულებადი და აწმყო დროის აქტივობები და მეორე მხარეს ინაცვლებს სასურველი, თუმცა მომავალ დროში შესასრულებელი აქტივობები, რომლის შედეგი მოთმინებას, ნებისყოფას და შრომას მოითხოვს.

ამდენად, გრძელვადიანი სასწავლო მიზნის მისაღწევად აუცილებელი ხდება ამ მიზნის ჩაშლა მცირე, თუმცა ურთიერთკავშირში არსებულ მიზნებად, რომლებიც ჯაჭვურ ბმაში ერთ დიდ მიზანს წარმოადგენს და წაახალისებს აღსაზრდელს სასწავლო პროცესში, მასტიმულირებელ ფუნქციას შეასრულებს და მოტივაციასა და სურვილს მოიყვანს ჰარმონიაში.

ხშირად მოტივაციის დაქვეითება აღსაზრდელებში გამოწვეულია მშობელთა მხრიდან სასწავლო საგნის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულებით, რაც გამოხატულია სასწავლო საგნების პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან  კატეგორიაში დასახელებით, მათი სასწავლო პროცესში ნაკლები თანამონაწილეობით. მაშინ როცა სასწავლო გარემოში სამი „მ“ -ის პრინციპით მუშაობა არ ხორციელდება. არის შემთხვევები, როცა მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში არ ხდება, თუმცა მოსწავლეთა მოტივაცია მაღალ ხარისხს ინარჩუნებს, ეს ის შემთხვევაა, როცა აღსაზრდელს კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი სურვილი და ამ სურვილის განსახორციელებლად საჭირო სირთულეები. ზოგჯერ მათი დაძლევა მოსწავლეს უმაღლებს კიდეც მოტივაციას.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში დიდი ხნის მანძილზე მწამდა, რომ სურვილი და მოტივაცია ყოველთვის თანაარსებობდა, თუმცა პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზის შედეგებმა ცხადყო, რომ შესაძლოა ისინი ვერ თანაარსებობდნენ, თუმცა პედაგოგიური მიდგომებით შესაძლოა ამგვარი მოვლენების წარმატებული მართვა.“

გამოყენებული ლიტერატურა:

  • განვითარებისა და სწავლის თეორიები. ავტორები: ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე გამომცემელი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  • ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა

პედაგიგი სტატიის მიზნობრიობასა და საჭიროებაზეც გვიყვება და აღნიშნავს, რომ სტატია ღირებული იქნება როგორც პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის. 

„აღნიშნული სტატია აღწერს სურვილისა და მოტივაციის შეუთავსებლობის საკითხს. წარმოდგენილია დასკვნები, რომლებიც გაკეთებულია პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ასევე სტატიაში მოცემულია მიდგომები, რომლებიც დასახელებული პრობლემის აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.

წარმოდგენილი სტატია დაეხმარება როგორც მაძიებელ, აგრეთვე ყველა მოქმედ პედაგოგს, თავიანთი პედაგოგიური პრაქტიკის დახვეწის თუ მოსალოდნელი შეცდომების პრევენციის მიზნით.

სტატია ღირებულია აგრეთვე ყველა იმ პიროვნებისთვის, ვინც დაინტერესებულია პედაგიური საკითხებით, პედაგოგსა და მოსწავლეს შორის ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნების საკითხებით.

მოცემული გამოცდილება დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე მშობლებს, სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობასა და თავიანთ შვილებთან ჯანსაღი სასწავლო ურთიერთობების წარმოების თვალსაზრისით“, - წერს პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

izrune.ge-ს ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს - ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები გადაეცემათ

izrune.ge-ს დღე-სასწაული პატარა იზრუნელებისთვის - ღონისძიება 22 ივნისს თბილისში ჩატარდება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვაკანსიას აცხადებენ სპეციალური მასწავლებლის, სხვადსხვა საგნის პედაგოგების, სკოლის ექიმისა და სხვა პოზიციებზე

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

ღონისძიებამ ხელი შეუწყო სკოლის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას

დირექტორმა და პედაგოგებმა მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს

მე-12 კლასელებმა სიმბოლურად პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების პირველი პირველი ნაბიჯები დაულოცეს

მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები გადარჩენის, მეგობრობისა და ადამიანის სიმამაცის შესახებ

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება