სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ისნის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებას მთელი სკოლა ულოცავს
18-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ისნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას ისანი-სამგორის რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია შალიკაშვილი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ისნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N90 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფიო ჟივიძე.

იგი მადლობას უხდის პროექტს მინიჭებული ბედნიერებისთვის:

„მოულოდნელი იყო „ეტალონში“ გამარჯვება. ინტელექტ-ჩემპიონატში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და სიხარული ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.“ 

ისანი-სამგორის რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია შალიკაშვილი „ეტალონის“ ეროვნულ მიზნებზე საუბრობს:

„ეტალონმა“თავისი აქტუალობა და მნიშვნელობა წლებით დაამტკიცა. მის ეროვნულობასა და სახალხოობას მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და შედეგები მოწმობს. პროექტი განათლების წახალისებით მომავლის საქმეს ემსახურება.“

თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მელიქიძე აღნიშნავს, რომ სოფიოს წარმატებაში დარწმუნებული იყო:

„სოფიო ძალიან წარმატებული გოგოა, ოქროს მედლის კანდიდატია. მის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მისმა გამარჯვებამ როგორი მოტივაცია გამოიწვია ჩვენს სკოლაში. მთელი სკოლა გახარებულია, ყველა ვულოცავთ. დიდი მადლობა „ეტალონს“.

თბილისის N90 საჯარო სკოლის მენეჯერი მაია მამულაიძე ამაყია სოფიოს გამარჯვებით:

„სოფიო ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეა, ღირსეული გამარჯვებული, ამაყი ვარ მისით. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და ჩვენს ახალგაზრდობას.“

„ისნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი სოფიო ჟივიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება