სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩირაღდნებით ხელში ამღერებული ბავშვები და ჩასაბერი ინსტრუმენტებით შესრულებული ნაწარმოები - შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი ქუთაისის N16 სკოლაში
21-11-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, შთამბეჭდავი გაკვეთილი ქუთაისის N16 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებს გერმანულ ენასა და ხელოვნებაში ჩაუტარდათ.

ორი საგნის ინტეგრირებულ გაკვეთილზე გერმანული ენის მასწავლებელმა - თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილმა მოუთხრო ბავშვებს, თუ როგორ აღნიშნავენ ნოემბრის თვეში წმინდა მარტინის დღესასწაულს.

მოსწავლეებმა მასწავლებლისგან მოისმინეს, რომ ახალგაზრდა მარტინი თავისი კეთილი საქმეების გამო ჯერ ეპისკოპოსად აირჩიეს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ წმინდანად შერაცხეს.

ამ დღისათვის ბავშვები მშობლებთან ერთად ამზადებენ ჩირაღდნებს და ღამით ანთებული ჩირაღდნებით, მარტინის სიმღერის თანხლებით, ჯგუფურად დადიან სახლიდან- სახლში, სადაც მათ სიმბოლურად ტკბილეულით უმასპინძლდებიან.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, გაკვეთილის მიზანი იყო ერთ-ერთი გერმანული ტრადიციის გაცნობა, აქვე მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად შექმნეს ულამაზესი ჩირაღდნები.

მოსწავლეებმა თავიანთი სურვილით ეს ნაწარმოები სხვადასხვა ჩასაბერი ინსტრუმენტებითაც შეასრულეს.

კულმინაციამ  გაკვეთილის ბოლოს მიაღწია, როდესაც ულამაზესი ჩირაღდნებით ხელში ერთად ამღერდნენ მოსწავლეები და მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება