| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯანსაღი კვების სწავლებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კვების სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება ტარდება, რომელთა მიზანიც ბავშვებისთვის სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავებაა.
სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავებისთვის კი მხოლოდ ჯანსაღი და მავნე პროდუქტების ცოდნა არ კმარა - თვლიან სკოლაში და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი საკვები ამავდროულად გემრიელიც იყოს და თან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს.
„ბავშვების მიერ საკვების საკუთარი ხელით მომზადება მშვენიერი შესაძლებლობაა სახალისოდ და საინტერესოდ მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ“, - გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩატარდა მე-7 კლასის დამრიგებლის - ირინა ბერიკიშვილსა და სკოლის ექიმის -ნათია ელოშვილის ერთობლივი პროექტი - ჯანსაღი კვების მასტერკლასი.
თავდაპირველად, მოსწავლეებმა მოისმინეს სკოლის ექიმის პრეზენტაცია, სადაც განიხილეს ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები და ჯანსაღი კვების თეფში, შემდეგ კი გრემის მონასტერთან ახლოს, ულამაზეს დასასვენებელ კომპლექსში, პროფესიონალ შეფ-მზარეულთან ერთად წინსაფრები მოირგეს და საკუთარი ხელით მოამზადეს ჯანსაღი საუზმე, ბოლოს სასარგებლო ტკბილეულიც დააგემოვნეს.
„აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი საკვები, მით უფრო საკუთარი ხელით მომზადებული, საკმაოდ გემრიელი ყოფილა, ხოლო ერთად სახალისოდ გატარებული დრო და თავიანთი ნახელავის ერთმანეთისთვის გაზიარება-ლამაზი შთაბეჭდილება, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“