სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბოშები“- ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ფრაგმენტები „გააცოცხლეს“
21-11-2023
-
+


ბათუმის N22 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და პროექტში მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლაში პედაგოგმა, ნესტან დიასამიძემ სპექტაკლი „ბოშები“დადგა. მასში მე-8ა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, რომლებმაც დიდი ინტერესი და მონდომება გამოავლინეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამახსოვრო კადრები გადაიღეს. მერვეკლასელებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების პერსონაჟები „გააცოცხლეს“.

სპექტაკლს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ყველამ დადებითად შეაფასა.

„წავიდნენ ჩემი შავტუხა, ხალისიანი, მოჩხუბარი, მჭედელი, მოცეკვავე, მარჩიელი და ქურდბაცაცა ბოშები. წავიდნენ უკანმოუხედავად, თან წაიღეს ჩვენი სოფლის ერთი ციცქნა დოვლათი, სამაგიეროდ, ლაშის ღელის ჭალაში იმედის ისეთი კოცონი დაგვიტოვეს, დღესაც მანთია გულში“,- ღონისძიებას ნოდარ დუმბაძის სიტყვები გასდევდა.  

„მოასამზადებლად არც თუ ისე დიდი დრო გვქონდა, სულ რაღაც ათ დღეში მოვახერხეთ ამის დადგმა. მსგავსი აქტიობა მოსწავლეებში ამაღლებს ინტერესა და მოტივაცია, მადლობა ჩემს ნიჭიერ და დაუზარელ მოსწავლეებს!
„იმედი“ ეს ჯადუსნური ძალაა, რომელიც გვმატებს სიცოცხლის ხალისს..
დაე, იმედი არ მოგვიშალოს უფალმა..
მადლობა ჩემს უნიჭიერს მე-8ა კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც ასე ლამაზად გააცოცხლეს უკვდავი ნაწარმოების უძვირფასესი ფრაგმენტები“- წერს პედაგოგი ნესტან დიასამიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება