| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელს პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა, დღესასწაული სიმბოლურად ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს დაწესდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში პედაგოგთა შრომასა და ამაგს განსაკუთრებულად აფასებენ. შესაბამისად სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე ასევე განსაკუთრებულად აღნიშნეს და ულამაზესი და უთბილესი ღონისძიება მიუძღვნეს პედაგოგებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ტრადიციად აქციეს რომ საზეიმო დღეს ჩაატარონ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.
ამჯერად გუნდები დაკომპლექტდა როგორც მოსწავლეებისგან, ასევე მასწავლებლებისგან. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - „ოლიმპო“.
სკოლის დირექტორმა დონარ აბულაძემ საპრიზო ადგილზე გასული გუნდების სამეულს მიულოცა გამარჯვება და სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ძირკვაძეების საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ ზედა დეკანაშვილების დაწყებით სკოლაშიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე განსხვავებულად და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
პატარებმა წაიკითხეს ლექსები. ნახეს იაკობ გოგებაშვილის წიგნის, საგანძურის მიხედვით გადაღებული რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.
სკოლის მატიანეს მორიგი წარმტაცი დღეები შეემატა, მოსწავლეებს კი ღონისძიებებით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დიდხანს გაჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ