სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატმა საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა მასწავლა“ - „დიდუბის ეტალონი მოსწავლე“
17-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „დიდუბის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„დიდუბის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე.

როგორც იგი აღნიშნავს, „ეტალონმა“ მეტად გაბედული გახადა:

„ეტალონმა“ საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა მასწავლა. დამანახა, რომ მეტად გაბედული და მებრძოლი უნდა ვიყო. მადლობა პროექტს ამ შესაძლებლობისთვის.“

თბილისის N155 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხულორდავა ლაზარეს წარმატებულ მოსწავლედ ახასიათებს:

„ლაზარე ძალიან მობილიზებული და ინტერესიანი მოსწავლეა. ბევრ პროექტში მონაწილეობს და ყოველთვის გამარჯვებულია. ყველა სფერო აინტერესებს. რაც შეეხება „ეტალონს“, ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციას უმაღლებს.“

„დიდუბის ეტალონი მოსწავლის“ პედაგოგი ნათელა თალაკვაძე მადლობას უხდის „ეტალონს“ მომავლის საქმის მსახურებისთვის:

„ამაყი ვარ, რომ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მომავლის კეთილდღეობას ემსახურება, ჩვენი სკოლის წარმომადგენელმა დამსახურებული ადგილი დაიკავა. ლაზარე უჭკვიანესი, ძალიან შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული მოსწავლეა. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და ჩვენ ახალგაზრდობას.“

„დიდუბის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლაზარე ბედუკაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება