სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

იცოდით, რომ საძინებელში მეცადინეობა ცუდია ჯანმრთელობისთვის? - რას ამბობს უცხოური კვლევა 
12-11-2023
-
+


სახლში სრულყოფილი სასწავლო სივრცის შექმნაზე მუდმივად ვსაუბრობთ, მაგრამ ყველას არ აქვს ფუფუნება, ჰქონდეს სპეციალური ოთახი სასწავლებლად. სამეცადინო ადგილი შეიძლება იყოს სამზარეულო, მისაღები ოთახი, მაგრამ ბევრისთვის ეს არის საძინებელი.

ცხადია, სკოლიდან მოსული დაღლილი მოსწავლეებისთვის საძინებელ ოთახში მოსვენება და კომფორტის ზონის პოვნა ძალიან სასიამოვნოა. მეტად მოსახერხებელია საწოლში კითხვა, წერა და ა.შ - მშვენივრად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და პირველ რიგში ძილზე.

მაშ, როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს?

თუ საკითხს საფუძვლიანად მივუდგებით, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აკავშირებს ჩვენი ტვინი ქცევებს იმ გარემოსთან, რომელშიც ვმუშაობთ. თუ ჩვენ, ჩვენივე დასასვენებელ ოთახს - საძინებელს, პროდუქტიულობას დავუკავშირებთ და მას პირვანდელ დატვირთავს დავუკარგავთ, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ფსიქიკაზე და დაგვირღვევს ძილს. 

შესაძლოა ეს პირიქით მოხდეს და სწორედ მაშინ იგრძნოთ მოზღვავებული ძილიანობა, როცა მეცადინეობას გადაწყვეტთ - მაშინ რა იქნება შემდეგი? 

ეს ყველაფერი საზღვრების დაყენებაზეა - გვჭირდება სიგნალი, რომელიც  დასვენებიდან სამუშაო რეჟიმში გადასვლის შესახებ შეგვატყობინებს, ან პირიქით. 

გახსოვდეთ, როგორც ფიზიკურ სხეულს, ასევე გონებას სჭირდება შესაბამისი გარემო შესაბამისი ქცევებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება