| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სწავლის მიმართ ინტერესს ავლენენ და საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.
XI ბ კლასის მოსწავლე ფადილე სამედოვა ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა. ის პირველი კლასიდან ქართულ სექტორზე სწავლობს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხშირად სტუმრობს სკოლის ბიბლიოთეკას.
„მოსწავლის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს თაროზე შემოდებული, ლამაზი ვეფხისტყაოსნის წიგნი, რომლის სიყვარულიც მან ხელოვნებას დაუკავშირა და მისი თვალით დანახული ვეფხისტყაოსანი, ნახატებით გადმოგვცა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მან „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების ნახატები შესანიშნავად შეასრულა, რომლის გამოფენაც შემდგომ სკოლაში მოეწყო.
მეთერთმეტეკლასელის ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარებს წარმოაჩენს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექცია მოსწავლეს სიამაყით გვაცნობს და მის წარმატებას გვიზიარებს
„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“