სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იფარის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე სადღესასწაულოდ აღინიშნა
30-10-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება მასწავლებლებს, მათ ღვაწლსა და შრომას ძალიან აფასებს.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. მოეწყო ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, სამადლობელი სიტყვა წარმოთქვეს და საყვარელ პედაგოგებს ეს მნიშვნელოვანი დღე გაულამაზეს. 

„მე, როგორც მოსწავლეს, მიხარია მასწავლებლის დღის არსებობა, ჩემი ტოლებიც ასე ფიქრობენ და მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც დიდი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ძეგლი დაუდგეს, სადაც დგას თავად ბატონ იაკობის ძეგლიც, უნდა აღიმართოს ძეგლი მასწავლებლისაც“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ. სკოლაში კი აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. 

„ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სასკოლო ზეიმი ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა, განსაკუთრებით ბავშვებისათვის - მოსწავლეებისათვის, განურჩევლად მათი ასაკისა. ამასთან დაკავშირებით, აქვე აღვნიშნავთ ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებლის - თეა მერლანის, გამორჩეულ წვლილს. მისი შემოქმედებითობა და მუსიკალური ინტერაქციები უდავოდ გვიმკობდა ერთად ყოფნის უძვირფასეს წუთებს, როცა ყველა მოსწავლეს მოუნდებოდა, თავად ყოფილიყო მასწავლებელი, მასწავლებელს კი თავისი მოწაფეობა ახსენდებოდა და ენატრებოდა, მას რომ პქონდა, მაინცდამაინც იმ დედაენის სურნელი, თავისი პირველი მასწავლებელიც ენატრებოდა და საერთოდ ყველა და ყველაფერი ახსენდებოდა და ენატრებოდა, ალბათ, თავისი ბოლო ზარის ჩათვლით...
ყველას გილოცავთ მასწავლებლის დღეს და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და ყოველივე საუკეთესოს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება