სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში და საინტერესო საგანმანათლებლო ტრადიცია
30-10-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

მათ შორის არის მასწავლებელი მანანა გორგილაძე, რომელმაც მე-4ბ კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, ბიბლიოთეკარის დახმარებით მოთხრობა შეარჩიეს და წაიკითხეს. 

აქტივობაში ყველა მოსწავლე უდიდესი მონდომებით ჩაერთო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი სკოლის ბიბლიოთეკას ყოველ ოთხშაბათს ეწვევიან.

„მასწავლებელი ვალდებულია ყველა ხერხი გამოიყენოს სწავლებისას და მოსწავლეს შეაყვაროს საგანი, მაგრამ მოსწავლეს რომ საგანი შეაყვაროს, აუცილებელია გაკვეთილი იყოს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი. ხშირად ვურჩევ ჩემს პატარა მეგობრებს, რომ სჯეროდეთ და არასოდეს შეეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, რაშიც ყველაზე მეტად წიგნი დაგვეხმარება. გადავწყვიტე ხშირად ვესტუმროთ სკოლის ბიბლიოთეკას და გაკვეთილებიც ხშირად ჩავატაროთ აქ. ბიბლიოთეკაში სხვანაირი სურნელი ტრიალებს, აქ ყველა ეპოქის ისტორიები გვაქვს შემონახული, რაც სწავლა- განვითარებაში გვეხმარება. ცხოვრებას გვასწავლის და გვზრდის, ადამიანებად გვაყალიბებს. ჩემი პატარა მეგობრებით, IVბ კლასის მოსწავლეებით ვესტუმრეთ ბიბლიოთეკას და მოსწავლეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბიბლიოთეკარის, ქალბატონ მანანა ცეცხლაძის დახმარებით, შევარჩიეთ მათი ასაკისათვის შესაფერისი მოთხრობა და დავიწყეთ კითხვა გაგრძელებით. პატარებმა უამრავ კითხვას გასცეს პასუხი და ისაუბრეს, თუ როგორ გამოიყენებენ ცხოვრებაში, წაკითხული ტექსტიდან მიღებულ ცოდნას .... ჩვენ კვირაში ერთხელ, ტრადიციულად, კვლავ ვესტუმრებით ბიბლიოთეკას. სულმოუთქმელად დაველოდებით ყოველ ოთხშაბათს“,- აღნიშნავს მასწავლებელი მანანა გორგილაძე. 

იხილეთ ვიდეობი და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება