| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის მრავალფეროვან სამყაროში შეაბიჯეს და ასო-ბგერების შესწავლა დიდი ჟრიამულით დაიწყეს.
„აი ია, აი ჩვენ!“ - ასე დაიწყო საანბანო პერიოდი სკოლაში, ფერადად მორთულ კლასში, საგანგებოდ გამოწყბილმა მოსწავლეებმა ანბანის შემობრძანება საზეიმოდ აღნიშნეს.
სკოლაში მოსწავლეებს: მათეს, ლილეს, გაბრიელს, ანიტას, ილიას, მარიამს, საბას, ნიტას, ბადრის, ელენეს, გოჩასა და დიმიტრის წარმატება და წინსვლა უსურვეს.
„დიდმა იაკობმა „33“ ოქროს მტევნით უძვირფასესი, სანუკვარი წიგნი „დედაენა“ შექმნა. ყველაზე პაწია ორი სიტყვა „აი ია“ იხმო და დედაენის თავფურცელზე მიაბნია. ცოდნის სასახლის კარი ამ ნაზ ყვავილს შეაღებინა და ას წელზე მეტია გმირობას ნაზიარები „ია“, დგას ამ კართან და გულგაშლილი ეგებება ამ კართან მისულთ.
თვალხატულა გოგო-ბიჭებმა „33“ - ჯერ უნდა შეაღონ ცოდნის კარი, გაიარონ „33“ ბედნიერების საფეხური.
წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო ამ ჯადოსნური გზის გავლაში, ბილიკი რომელიც ცხოვრების, სიბრძნის მწვერვალისაკენ მიგვაფრენს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ