სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ - ზანის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი საინტერესოდ აღნიშნეს
30-10-2023
-
+


27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა. 

ეს დღე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მე-2 კლასში დამრიგებელმა - სოფიო გერსამიამ თემაზე - „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ კლასის საათი ჩაატარა.

კლასის საათი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მეორეკლასელებისთვის, მოსწავლეებმა მოისმინეს ნაწყვეტში იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიიდან, წაიკითხეს მისი მოთხრობები, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, დახატეს დიდი იაკობის მოთხრობების მოთხრობების საყვარელი პერსონაჟები და კიდევ ერთხელ განსაზღვრეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საზოგადო მოღვაწის როლი.

მეორეკლასელები იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის შექმნაშიც მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, სოფიო გერსამიას ხელმძღვანელობით, ასევე მოაწყვეს შემოდგომის კუთხე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში, მოაგროვეს შემოდგომის ნობათი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება