| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პედაგოგმა მათ სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსები შესთავაზა. შთამბეჭდავი იყო საკლასო ოთახის საზეიმო მოკაზმულობაც.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ასე ფერადად და ლამაზად შემობრძანდა ანბანი ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელების ცნობიერებაში, ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი, შეისწავლეს „ა“ და „ი“ ასო-ბგერები, გააფერადეს ნახატები, გადაიღეს ფოტოები, დაისწავლეს ლექსი იაზე და ბედნიერი სახეებით გაეშურნენ შინისაკენ. წარმატებებს გისურვებთ ჩვენო თვალხატულა გოგო-ბიჭებო“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ