| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სეროფე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პირველკასელთათვის, საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
მოსწავლეები, მშობლიური ენის ასო-ბგერების შესწავლას დიდი ხალისით, ამაღლებული მოტივაციითა და შემართებით შეუდგნენ.
კლასში მრვალფეროვანი აქტივობები გაიმართა, რამაც მოსწავლეებისთვის ანბანის შემობრძანება უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახადა.
სკოლაში, კლასის ხელმძღვანელს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ეს მისი აქტიურობისა და ხარისხიანი პედაგოგიური მოღვაწეობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
„პირველკლასელები უკვე ეზიარენ ანბანს, მშობლიური ენის საანბანეთში შეადგეს პირველი ნაბიჯი და ეს გზა, იქნება წარმატებისკენ მიმავალი. გილოცავთ ბავშვებო! ქალბატონი აზნივი, ვისი ფრთის ქვეშ იწრთობიან ეს პატარები, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიების ავტორია. ამ დღემ, ეს ნათლად აჩვენა მისით მადლიერ კოლეგებსა და მშობლებს!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ