სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N6 სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები როლური თამაშებითა და დიორამით „გააცოცხლეს“
27-10-2023
-
+


წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ აქტივობებში განსაკუთრებულად დაწყებითი კლასების პედაგოგებმა: ია შანავამ, ეკატერინე  ციმინტიამ და თინათინ შანავამ იაქტიურეს. 

„მათ როლური თამაშებითა და დიორამით გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის კი ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ლიტერატურული საღამო - „ჩემი საყვარელი წიგნი“ მოეწყო, რომელსაც მასწავლებელი ასმათ ხარჭამაძე ხელმძღვანელობდა.

„პოეზიის საღამოზე მოსწავლეებმა ერთმანეთს წინა თვეში წაკითხული წიგნების დედააზრი გაუზიარეს“, - ამბობენ სკოლაში.

აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

სკოლის დირექცია ღონისძიების ხელძღვანელ პედაგოგებსა და მასში მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება