სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიხარულისგან სცენაზე ვიტირეთ“ - ბათუმის N26 სკოლ​ის მოსწავლეებმა ბათუმის „ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატში გაიმარჯვეს
27-10-2023
-
+


ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდ წარმატებას მიაღწია.

ღონისძიებას ბათუმის N25 საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს 29 გუნდის 145 მოსწავლე შეეჯიბრა. 20 კითხვის შემდგომ კი გამარჯვებული გამოვლინდა, „ბათუმის ეტალონი გუნდის“ წოდება სწორედ ბათუმის N26 საჯარო სკოლის გუნდმა ზურა კაკაბაძის კაპიტნობით მოიპოვა, რომელიც VII კლასის მოსწავლეა. მათ 70 ქულა 120.48 წამში დააგროვეს. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: დეა დარცმელიძე - VII კლასი, ლანა მახარაძე - VII კლასი, სარა მიქელაძე - VII კლასი, ელენე სურმანიძე - VI კლასი.   

სკოლაში მათი მიღწევით ყველა ხარობს, ულოცავენ და ულევ წარმატებას უსურვებენ.

„მასწავლებლები, მოსწავლეები, თანამშრომლები ულოცავდნენ სკოლას გამარჯვებას. დიპლომი განვათავსეთ სკოლის ფოიეში, სადაც არაერთი სკოლის წარმატებების სიგელები და დიპლომებია განთავსებული.
ემოციებით სავსე დაბრუნდნენ სკოლაში, სიამაყით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ყვებოდნენ თავის გამარჯვებას, როგორ მოახერხეს მოკლე დროში სწორი პასუხების გაცემა. „მას სიხარულისგან სცენაზე ვიტირეთ“,- ასე მომახსენეს თავისი ემოცია. მადლობა „ეტალონს“ რომ უქმნით მოსწავლეებს მოტივაციას იმისა, რომ მეტი იცოდნენ, იკითხონ, გააანალიზონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ცხოვრებაში“,- გვიყვება სკოლის პედაგოგი. 

ღონისძიებას ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება