სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
27-10-2023
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

„სკოლა საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე სენსორული (სმენითი) დარღვევის მქონე ბავშვებს  უწევს. რესურსსკოლაში სწავლა-სწავლება მიმდინარეობს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპების გამოყენებით“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მრავალმხირვ განვითარებაზე აქტიურად ზრუნევან. 

ამჯერად, სკოლა მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დირექტორ ირინე აბდალაძის  ინიციატივით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშთა ფონდის პარტნიორულ პროექტში - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“, ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, სკოლაში საბაზო საფეხურზე მედიაწიგნიერების კლუბი ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართულის ენის წამყვანი მასწავლებელი ირინა ჭაფოძე და კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი ნანა ნოსელიძე ხელმძღვანელობენ. მასწავლებლებთან და ჟესტური ენის თარჯიმნებთან ერთად, მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

კლუბის მუშაობისას აქცენტი მედიატექსტების დეკოდირებასა და ციფრული პროდუქტის შექმნაზე გაკეთდა. მედიაწიგნიერების საკვლევი კითხვების გამოყენებით, მოსწავლეებმა წერილობით ტექსტში არსებული გზავნილები გაშიფრეს. ამავდროულად, ვერბალური ინფორმაცია გარდაქმნეს ციფრულ ინფორმაციად და ნაწარმოების მიხედვით, შექმნეს კომიქსი არაპირდაპირი გზავნილით - „უსამართლობის მიმართ საზოგადოება გულგრილი ვერ დარჩება“.

გარდა ამისა, მოსწავლეები ნიგერიელი მწერლის ჩიმამანდა ნგოზის საჯარო გამოსვლას გაეცნენ, იმსჯელეს სტერეოტიპების შესახებ. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შესწავლილი ნაწარმოებები განიხილეს აღნიშნულ პრობლემასთან ჭრილში. ბოლოს კი, თანატოლებისთვის შექმნეს ვიდეოგზავნილი სტერეოტიპების თემატიკაზე.

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა მოსწავლეებს, მრავალფეროვანი მედიაპროდუქტის შესაქმნელად, ციფრული საშუალებები შეარჩევინა. მან სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებით, მოსწავლეებთან ერთად იმუშავა ინფოგრაფიკების, რეკლამის და კომიქსის შექმნის მოდელებზე. მასწავლებლის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა აწარმოეს მინი კვლევა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებით, ჩაატარეს გამოკითხვა და კვლევის შედეგები წარმოადგინეს ინფოგრაფიკის სახით. ბოლოს, თანატოლთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, შექმნეს პოსტერი - „რჩევები ბავშვებს’’.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები რეკლამების მნიშვნელობასა და სამიზნე აუდიტორიაზე (შესყიდვის სურვილი და გადაწყვეტილება) მის გავლენას გაეცნენ, გააანალიზეს ზემოქმედების მომხდენი ტექნიკები და თავადაც შექმნეს ციფრული რეკლამები თავისუფალ თემაზე.

24-31 ოქტომბერს საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიასთან ერთად გამართა საინფორმაციო შეხვედრები სკოლების დირექტორებთან ქუთაისში, რომელსაც ქუთაისის, წყალტუბოსა ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სკოლის დირექტორებთან და ამ მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე აბდალაძე ესწრებოდა. მან შეხვედრაზე სკოლის გამოცდილებაზე,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა განათლებაზე და სკოლაში შექმნილ მედიაწიგნიერების კლუბის მუშაობაზე ისაუბრა.

„კლუბური მუშაობის დროს, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. 21-ე საუკუნეში ამ უნარების განვითარება  ისეთი მოწყვლადი ჯგუფისათვის, როგორიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებია ძალიან მნიშვნელოვანია. მედიაწიგნიერების კლუბის აქტივობებში ჩართულობით გაიზარდა სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი, აუმაღლდათ თვითშეფასება. ქუთაისის N45  საჯარო სკოლის სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, აქტიურად მუშაობს მოსწავლეეებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე, ვცდილობთ მედიაწიგნიერების ფორმალურ თუ არაფორმალურ  განათლებაში ინტეგრირებით შევძლოთ  მოსწავლეების კრიტიკულად მოაზროვნე და აქტიურ  მოქალაქეებად ფორმირება“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
4 ცვლილება ისტორიის გამოცდაზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში არაერთი შემოქმედებითი აქტივობა იმართება, სადაც მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნის
მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მრავალი ისეთი ახალგაზრდა მუსიკოსი აღზარდა, რომლებმაც თავიც ასახელეს და ქვეყანაც
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება