სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასელები მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
27-10-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა.

აღნიშნულ კვირეულს მე-7ბ კლასში გაკვეთილი მიეძღვნა. როგორც სკოლაში ამბობენ, მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გაკვეთილი კი ჩვენს ცხოვრებაში რეკლამის გავლენის განხილვას დაეთმო. ისაუბრეს, როგორ გამოიყენება თითოეული ადამიანის ინტერესი რეკლამირებისთვის. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, როგორ შეიძლება პერსონალური ინფორმაციის გაზირებისა და სოციალური ქსელიდან არასასურველი რეკლამებისთვის თავიდან აცილება. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა აპლიკაცია canva.com-ის გამოყენებით, მოკლე ვიდეორგოლი დაამზადეს. მათ რამდენიმე პროდუქტს რეკლამა გაუკეთეს და განიხილეს, რა გავლენა ჰქონდა თითოეულ სლოგანს თანაკლასელებზე.

გაკვეთილის ბოლოს, შეჯამების სახით, აპლიკაცია kahoot.it-ის გამოყენებით, მოსწავლეების ორი ჯგუფი შეეცადა გამოეცნო რეალური და არარეალური ფოტოები ინტერნეტიდან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება