სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ატესტაცია დაიწყო - ვის ეხება გადამზადება?
25-10-2023
-
+


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პროცესის ეფექტური განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს აკრედიტაციის მოქმედი ექსპერტებისთვის დაიწყო ატესტაცია.

ატესტაცია ტარდება ბიზნესისა და ადმინისტრირების (ვიწრო სფეროს კოდი: 041) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის შემდეგ დეტალურ სფეროებში:

ა) 0411 - საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა
ბ) 0412 - ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა
გ) 0413 - მენეჯმენტი და ადმინისტრირება
დ) 0414 - მარკეტინგი და რეკლამა

ამ ეტაპზე ატესტაცია არ ვრცელდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ - სტუდენტებზე, დამსაქმებლებსა და საერთაშორისო ექსპერტებზე.  

ატესტაციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 2023 წლის 23 ნოემბრამდე ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტმა მისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ ბმულზე გაიაროს რეგისტრაცია. 

„ატესტაციის პროცესში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობა წარმოადგენს ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროში ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება