| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები მრავალფეროვანი აქტივობებით ცდილობენ სასწავლო პროცესი სახალისო გახადონ.
მათ შორის აღსანიშნავია მე-2 კლასში ჩატარებული საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგმა თამარ მწითურმა შესთავაზა.
აღნიშნული გაკვეთილის შესახებ მოგვითხრობს მეორე კლასის მასწავლებელი თამარ მწითური:
„გაკვეთილი მივუძღვენი შემოდგომას. „ფოთოლთა ზეიმი“ - ასეთი იყო გაკვეთილის თემა. გაკვეთილზე საგანთა ინტეგრირება და საგაკვეთილო თემების - შემოდგომის თვეები, შემოდგომის ფერები, ურთიერთკავშირი მოხდა.
გავედით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დავათვალიერეთ და დავაკვირდით ხეებს, ბუჩქებს, ბალახებს. ვისაუბრეთ. ბავშვებმა გამოთქვეს თავისი აზრი ფოთლების სხვადასხვა ფერსა და ფორმაზე.
ჩემი მიზანი იყო შემემოწმებინა, რამდენად სწორად მეტყველებენ ბავშვები, შეუძლიათ თუ არა მარტივი ზეპირი ინსტრუქციების შესრულება, ნაცნობ თემაზე ინფორმაციის გადმოცემა. დაკვირვების შედეგად შევქმენით სხვადასხვა აქტივობები. მონდომებით იშრომეს, იფუსფუსეს და იხალისეს ჩემმა მეორეკლასელებმა“,- გვიყვება მასწავლებელი.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მართლაც მეტად სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ