| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
1-ელგ კლასში ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი, რომელიც სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.
ბავშვებს ეწვია „წითელქუდა“, „იაკობი“, რომელმაც უამბო პატარებს თუ როგორ აღმოჩნდა ია დედაენის პირველ გვერდზე.
ბავშვებმა გაითამაშეს და მოირგეს სხვადასხვა როლები. გაეცნენ ასო-ბგერა ი და ა-ს. წაიკითხეს მათთვის უცნობი ახალი სიტყვა, წინადადება, დაწერეს, გააფერადეს პატარა ხელებით, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები დედაენაზე.
აქტიურობისთვის მასწავლებელმა - ნონა ფარულავამ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო ბარათები, ვარსკვლავები და იები.
გაკვეთილი კლასში დედაენის ჰიმნით დამთავრდა და სკოლის ეზოში სახალისო აქტივობით გაგრძელდა.
„ეზოში მტრედებს გამოაბეს ასო-ბგერა ი და ა, ააფრინეს და ამით ქალაქს ამცნეს, რომ დღეიდან ეუფლებიან კითხვას. ფრანმა კი სკოლის ეზო დატოვა და თვალს მიეფარა. პატარებს ეს დღე მუდამ ემახსოვრებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ