სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დილისკის N1-მა საჯარო სკოლამ ლიეტუვის ორ გიმნაზიასთან მეგობრობის ხიდი გადო
18-10-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, სკოლამ, ამ მიზნით, მეგობრობის ხიდი ლიეტუვის ქალაქ კაუნასის ორ გიმნაზიასთან გადო. მათ საერთაშორისო პროექტი - „მეგობრობის ხიდი“ განახორციელეს. პროექტს ხელმძღვანელია იამზე მსხვილიძე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 (სომხურენოვანი) სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი, ხოლო მონაწილე სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი - ლელა ჯინჭარაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის (აზერბაიჯანულენოვანი) საჯარო სკოლიდანაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მიმდინარეა, ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფიც. პროექტის მიზნები შემდეგია:
1. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება (წიგნიერების მიმართულებით);
2. სასკოლო პრაქტიკის გაზიარება, მეორე ენის სწავლებისას.
 
„არაქართულენოვან სკოლებში მუშაობისას უამრავი საინტერესო ასპექტი იკვეთება, მასწავლებლებს გვიწევს სკოლაში სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა, კვლევა, დიაგნოსტირება. ერთ-ერთი არსებითი ასპექტი, რომელსაც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა თუ პროფესიული ეთიკის კოდექსში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, კოლეგიალობაა. სასწავლო პროცესის დახვეწისა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების ურთიერთდახმარების უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთი კოლეგიალური ურთიერთობები არის სკოლის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა, სკოლის პრესტიჟისა და სიძლიერის საფუძველი, ძლიერი სკოლა კი საწინდარია განათლებული და ზნეობრივად სრულყოფილი თაობის აღზრდისა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ძლიერების საწინდარს წარმოადგენს.
ამ მიზნით, მეგობრობის ხიდი გავდეთ ლიტვის ქალაქ კაუნასის ორ გიმნაზიასთან.
პროექტის არის მიმდინარე. პროექტის ფარგლებში teams-ის პლატფორმის საშუალებით, ჩამოვაყალიბეთ საინიციატივო ჯგუფი: იამზე მსხვილიძე, ლელა ჯინჭარაძე; ასტა ვალენტაიტე, ვიქტორია ვალენტაიტე; სოფიო ტაბატაძე.

იანვარი-მაისი - პროექტის ორგანიზატორების შეხვედრები, კავშირების ძიება, პროეტის ჩამოყალიბება და გაცნობა.

კავშირების დაძებნაში დაგვეხმარა სოფიო ტაბატაძე, პროექტების მენეჯერი ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ვიქტორია ვალენტაიტე - ლიეტუვის საელჩოს საქართველოში თანამშრომელი. მათი დახმარებით მოიძებნა პარტნიორი სკოლა - კაუნასის რასას გიმნაზია; მასწავლებელი ვილმა ბარტასევიჩიენე - მშობლიური ენის მასწავლებელი, რომელსაც ეთნიკურ უმცირესობასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ასტა ვალენტაიტე - მშობლიური ენის მასწავლებელი კაუნასის პალემონასის გიმნაზიაში.
ჩვენი შეხვედრები შედგა tams-ის პლატფორმის საშუალებით. პროექტის მეორე ეტაპზე, ჩაერთვებიან აღნიშნული სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები და მოსწავლეები, ასევე,ლიეტუვიდან პარტნიორი სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები. ასევე, იგეგმება სხვა აქტიური სკოლების ჩართვა აღნიშნულ პროექტში. მადლობა, Rima Mkoyan-ს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება