სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როდესაც ვკითხულობ, ჩემი თავი წიგნში მგონია“ - გაიცანით, თბილისის N108 სკოლის ლიტერატურაზე შეყვარებული მეოთხეკლასელი - მარიამ ვეფხიშვილი
17-10-2023
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, მასწავლებელი ხათუნა გორაშვილი მოუწოდებს მოსწავლეებს, ზაფხულობით წიგნები იკითხონ და მსოფლიო ლიტერატურას გაეცნონ. მასწავლებლის იდეით მოხიბლულია მეოთხეკლასელი მარიამ ვეფხიშვილი, რომლისთვისაც წიგნების კითხვა უკვე საყვარელ საქმედ იქცა. 

როგორც თავად გვიყვება, პატარაობაში წიგნების კითხვა არ უყვარდა და ანიმაციური ფილმების ყურებას ამჯობინებდა, თუმცა ახლა, მისთვის წიგნის კითხვა დასვენება და განტვირთვაა. 

სკოლა ამაყია გაგვაცნოს წიგნებზე შეყვარებული მარიამ ვეფხიშვილი და გაგვიზიაროს წერილი, სადაც თავად ყვება წიგნების სიყვარულზე და ზაფხულში წაკითხულ ლიტერატურაზე. 

„მოგესალმებით! მე ვარ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ვეფხიშვილი. ჩემი კლასის დამრიგებელია ხათუნა გორაშვილი. ხათუნა მასწავლებელმა როგორც ყოველთვის ამ ზაფხულსაც დაგვავალა, წიგნების წაგვეკითხა, რომლებიც თვითონ უნდა შეგვერჩია. ხოდა, ახლა მე გეტყვით თუ რა წიგნები წავიკითხე ამ ზაფხულის არდადეგებზე.

ესენია: „მატილდა“, „პეპი გრძელიწინდა“ - ორივე ნაწილი, „საიდუმლო შვიდეული“ - სამი ნაწილი, „თეონა“ და „მელორი ტაუერსი“ - სამი ნაწილი. სულ ათი წიგნი გამოვიდა. ვაპირებ „საიდუმლო შვიდეულის“ და „მელორი ტაუერსის“ დანარჩენი ნაწილების წაკითხვასაც.

მე წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს. როდესაც წიგნს ვკითხულობ, ჩემი თავი იქ მგონია - წიგნში. ცოტა ხნით წარმოვიდგენ, რომ მე თვითონ გადამხდა ის რაღაც, რაც იმ წიგნის პერსონაჟებს. წიგნებში ბევრი საინტერესო რამ არის, წიგნიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ვსწავლობთ ახალ სიტყვებს, ვიგებთ სხვადასხვა ამბებს, რაც სხვებს გადახდათ ჩვენ კი შეიძლება არასდროს შეგვემთხვას. ვსწავლობთ ადამიანებთან ურთიერთობას და სწორად მოქცევას. ამიტომ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ წიგნები.

დამიჯერეთ, პატარაობაში წიგნები დიდად არ მიყვარდა, მერჩია მხოლოდ ანიმაციური ფილმებისთვის მეყურებინა, მაგრამ ახლა წიგნის კითხვით ვერთობი ხოლმე, იგივე დასვენებაა წიგნის კითხვა ჩემთვის. ყველა წიგნი, რომელიც მე წავიკითხე ამ ზაფხულს, გარდა „თეონასი“, არის „სულაკაურის“ გამომცემლობის. „თეონა“, მაშინ დაიბეჭდა, როდესაც ჩემი დედიკო პატარა იყო. მას ბავშვობაში წაუკითხავს ეს საინტერესო წიგნი და მირჩია, რომ მეც წამეკითხა. მან ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორი ყოფილა რომ ამბობენ, „წიგნზე ყდით არ უნდა იმსჯელო“. ამაში კი სხვა რამესაც გულისხმობენ, მაგრამ ამ სიტყვებს პირდაპირ თუ გავიგებთ, ეს მართლაც ასეა. „თეონა“ ძველი წიგნია, ყდა არც კი აქვს, მაგრამ მაინც საუკეთესოა. სამწუხაროდ, გუგული ტოგონიძის ეს არაჩვეულებრივი წიგნი, აღარ იყიდება მაღაზიებში. ამიტომ, მე ვთხოვ სულაკაურის გამომცემლობას, რომ დაბეჭდოს ეს წიგნი ახლიდან, რათა სხვა ბავშვებმაც შეძლონ მისი წაკითხვა“, - წერს მარიამ ვეფხიშვილი

იხილეთ ვიდეო: 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება