| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „ახალი თაობა“ აქტიურად ფუნქციონირებს.
ამჯერად, კლუბის წევრები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კლიმატის კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული კვირეულის მიზანია საზოგადოებაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.
კვირეულის ფარგლებში, კლუბმა დაგეგმა და განახორციელა რამდენიმე აქტივობა.
კლუბის წევრები ასევე სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ეკოკლუბს (ხელმძღვანელი - „ცენტრის სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის ხარისხის მართვის მენეჯერი მზეო ბუსკივაძე) და აგრონომთა კლუბს (ხელმძღვანელი გურამ კუპატაძე, კოორდინატორი სერგო გაბეხაძე).
ეკოკლუბში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კლიმატის ცვლილებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასევე მის პრევენციულ გზებზე. შეხვედრაზე ასევე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხაზი გაესვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას გარესამყაროს მიმართ.
მათ ასევე გამართეს საინტერესო დისკუსია.
„ამის შემდეგ, ცენტრში ვიზიტი აგრონომთა კლუბში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასათბურე და სანერგე მეურნეობები. მეგზურობა გაგვიწია ბატონმა გურამ კუპატაძემ და სერგო გაბეხაძემ. მათ მოსწავლეებს ასწავლეს თუ როგორ ხდება სასათბურე პირობებში ნერგების გამოყვანა, მომზადება უკვე ბუნებასთან შესახვედრად და შემდეგ ღია გრუნტში გადარგვა. აქვე შეთანხმდენენ, რომ ნოემბერ-დეკემბერში მოხდება მარადმწვანე მცენარეებისა და მუხის თესლის შეგროვება და სათბურში დათესვა, რათა შემდგომში მოხდეს სკოლის ტერიტორიის გამწვანება“, - აღნიშნეს სკოლაში.
შემდეგი აქტივობა, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება გახლდათ.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
ბუკლეტები გავრცელდა როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში. ბუკლეტის შექმნაზე იმუშავა სამოქალაქო კლუბის ლიდერმა - თეკლა ბუსკივაძემ.
კვირეული დასრულდა ფილმის ჩვენებით და დისკუსიით.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“