სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ  მანონი მამულაიშვილი ერთხმად აირჩია
17-10-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ დირექტორად მანონი მამულაიშვილი აირჩია. 

მანონი მამულაიშვილმა წარმატებით აქვს დაძლეული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი, მოპოვებული აქვს დირექტორობის უფლება​, ახლა, კი სამეურვეო საბჭომ ის ერთხმად დირექტორად აირჩია. 

სკოლის თანამშრომლები მანონი მამულაიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ერთხმად ულოცავენ და ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ. 

„წარმატებული ადამიანების სამჭედლო წარმატებული დირექტორია! ვულოცავთ ქალბატონ მანონის და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, წარმატებებს პროფესიულ და პირად საქმიანობაში. ქალბატონი მანონი არის არა მხოლოდ წარმატებული  დირექტორი, არამედ წარმატებული მასწავლებელი, გვჯერა, ისევ ისე შემართებით გაუძღვება ჩვენს ასწლოვან სკოლას და კვლავაც ბევრჯერ გვასახელებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება