| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.
სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო განათლების კლუბმა „ემპათია“. ამ კლუბის კურატორები - ასმათ აბულაძე და ბელა კუჭუხიძე VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების კლუბში გაწევრიანების შესახებ, შესაბამისი განაცხადები წარადგინეს. გარდა ამისა, მოსწავლეებთან შეთანხმებით, კლუბის გერბი და სახელწოდება შეირჩა.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შეხვედრების განრიგი განიხილეს და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. სამოქალაქო კლუბის შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სიგელები პროექტ „კინო სკოლაში“ წარმატებით მონაწილეობისთვის გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო