სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU საქართველოში ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტად დასახელდა
04-10-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების ახალი ნაკადი მიიღო. 2023-2024 აკადემიურ წელს KIU-ს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი 1,855 აბიტურიენტმა გამოხატა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 370-მა გადალახა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 19 სახელმწიფო  და  37 კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2023 წელს ჩარიცხული სტუდენტების 96% იღებს სხვადასხვა ოდენობის სახელმწიფო გრანტს, მათ შორის 22%-ს მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

KIU-ს პირველკურსელებს შორის 180 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, ასევე  საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრებისა  და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების წევრები არიან. წელს, KIU-ს სტუდენტებს შორის არიან „M ვექტორის“ 7 გამარჯვებული და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 3 ფინალისტი. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად KIU-ში ასევე ჩაირიცხნენ უცხოეთის მოქალაქეებიც.

ცნობისთვის, KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების თითქმის 100%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ და მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუთითა (I არჩევანი - 82%, II არჩევანი - 15%, III არჩევანი - 2%). ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი კონკურსი KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე დაფიქსირდა. 

KIU სამხრეთ კავკასიაში  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებას და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, გასულ სასწავლო წელს 489 ახალგაზრდა (I, II და III კურსის სტუდენტი) დაფინანსდა. სტუდენტები დატვირთული სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სტაჟირების პროგრამებში, სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, სტუდენტური სტარტაპების და ინოვაციების ხელშემწყობ საზაფხულო სკოლებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები კიდევ 6 საგანში ცნობილია

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება