სიახლეები
სიახლეები

„მეც პედაგოგი ვარ და  მახარებს, როცა ჩემს გაკვეთილს აქებენ“ - დირექტორები მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე საუბრობენ  
22-09-2023
-
+


მასწავლებლობა - პროფესია, რომელიც თაობების განათლებასა და მათ აღზრდას ემსახურება, თუმცა მოტივაციის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია. იმისთვის, რომ მასწავლებელი იყოს პროფესიონალი და პროდუქტიული, მნიშვნელოვანია ჰქონდეს მაღალი მოტივაცია. საინტერესოა რა უნდა გააკეთონ  სკოლის დირექტორებმა, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებისთვის?

ამ კითხვით Etaloni.ge-მ  სკოლის დირექტორებს მიმართა: 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ კვარაცხელია: 

მე, როგორც სკოლის დირექტორი და ხელმძღვანელი ყველაფერს ვაკეთებ მასწავლებლების მოტივაციის ასამაღლებლად. ვცდილობ, ჩემი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ, დავეხმარო სრულყოფილად წარმართონ სასწავლო პროცესი და საჭირო რესურსებით მოვამარაგო, შესაბამისად ჩემი პედაგოგები საკმაოდ მოტივირებულები არიან, რაზეც მათი მიღწევებიც მეტყველებს და ამით ნამდვილად ვამაყობ. 

ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი რეხვიაშვილი: 

ვცდილობ, ყველა მასწავლებლის ინტერესი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ჩემს სკოლაში, პედაგოგები თვითონ ანაწილებენ გაკვეთილებს, ადგენენ გეგმებს, შემდეგ ერთად განვიხილავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ - სკოლაში სრული დემოკრატია გვაქვს. მგონია, რომ მასწავლებლების წახალისებაც ძალიან  მნიშვნელოვანია, არა მარტო მოწინავე, არამედ ყველა პედაგოგისთვის. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათი საქმიანობა დაფასებულია. საახალწლოდ საჩუქრებს ვუკეთებ, ვეხმარები კვალიფიკაცია აიმაღლონ და ვცდილობ, ჩავრთო ყველა ტრენინგში, რაც მათ განვითარებაში დაეხმარებათ. 

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე:

მნიშვნელოვანია, რომ სკოლა და ინფრასტრუქტურა იყოს იმდენად მოწესრიგებული, რომ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. პირადად მე, მაქსიმალურად ვცდილობ, ისეთი ატმოსფერო შევქმნა, პედაგოგებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც, სკოლაში მოსვლა გაუხარდეთ. მასწავლებლებს სჭირდებათ რესურსები, განსაკუთრებით ტექნიკა, ამაზეც ვმუშაობთ და ვცდილობთ, სკოლა მოვამარაგოთ. ალბათ, სასიამოვნო გარემო, ყველა რესურსთან ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ურთიერთობა და საქმიანობის დაფასება სწორედ ის მთავარი ფაქტორებია, რაც მასწავლებლებს უმაღლებთ მოტივაციას. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ შენგელია:

მოტივაცია გაიზრდება მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ ყველა მასწავლებლის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. დირექტორებს არ უნდა ჰყავდეთ ფავორიტები, ყველა მასწავლებელი, თავიანთი მიღწევების საფუძველზე, თანაბრად და ობიექტურად უნდა ფასდებოდნენ - როცა ასეთი მიდგომაა, ყველა მასწავლებელს უჩნდება მოტივაცია, გააკეთოს უფრო მეტი და იყოს წარმატებული, რადგან გაწეული შრომა აუცილებლად დაუფასდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი არკადი მანუჩარიანი:

ვფიქრობ, საკმაოდ რთული საკითხია. ყველაზე კარგი მოტივაცია, მათი შრომის დაფასება და წახალისებაა, როგორც საჩუქრებით ასევე, მორალური მხარდაჭერით. მთავარია, მასწავლებლებს ჰქონდეთ ისეთი გარემო, სადაც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სიამოვნებით შეასრულებენ. 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კვათანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა საკანდელიძე: 

პირადად მე, თუკი სადმე ტრენინგია ყველგან ვუშვებ ჩვენს მასწავლებლებს, ხელს ვუწყობ პროფესიულად გაიზარდონ და მუდმივად განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა, პედაგოგებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, ესწრებიან გაკვეთილებს, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს და ერთად ზრუნავენ საერთო მიზნის მისაღწევად - სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებისთვის. 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გორგილაძე: 

პირველ რიგში, ჩვენ, დირექტორები უნდა ვიყოთ მოტივირებულები და პედაგოგებამდე დროულად მივიტანოთ ყველა სიახლე და ინფორმაცია. აგრეთვე, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი გადამზადების ტრენინგ-კურსებში, კარგია გასვლითი ღონისძიებები, როგორც განვითარებისთვის, ასევე მოტივაციის ამაღლებისთვის. მეზობელ სკოლებთან ერთად საინტერესო ღონისძიებებს ვგეგმავთ, გვაქვს 2 კინოკლუბი და ახლო მომავალში სამდღიან ფესტივალს ვმართავთ, სადაც მთლიანად მუნიციპალიტეტი გვყავს ჩართული, საკმაოდ აქტიურ რეჟიმში ვართ და ეს ტემპიც უმაღლებს პედაგოგებს მოტივაციას. 

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ციხიშვილი: 

კოლეგიალურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სკოლაში მართლა კარგი ურთიერთობებია, უშუალო დამოკიდებულებები გვაქვს, ყველაფერს ერთად განვიხილავთ და დიდი შემართებით მივიწევთ ჩვენი საერთო მიზნებისკენ, სკოლაში გამჭვირვალე პროცესებია და ალბათ სწორედ ეს გარემო და ადამიანური ურთიერთობები უმაღლებს პედაგოგებს მოტივაციას. 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი:

რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ მასწავლებლების მოტივაციისთვის. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ვაფასებთ ყველა პედაგოგი მიღწევას, ერთად ვზრუნავთ თითოეული პედაგოგის ზრდასა და სკოლის საუკეთესოდ წარმოჩენაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური:

დირექტორი თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი პედაგოგებისთვის. ყოველთვის ვცდილობ, მასწავლებლებს შევუქმნა კოლეგიალური გარემო, ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი ურთიერთობა, ამას ნამდვილად ვახერხებთ და მოვდივართ ერთი შეკრული გუნდი, ვართ ღია ყველაფრისთვის - აი ეს უმაღლებთ მოტივაციას პედაგოგებს და საბოლოო ჯამში, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც აქვთ სურვილი სკოლაში მოსვლის.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხურციძე:

მასწავლებლებს ვეხმარებით ყოველდღიურ საქმიანობაში, საგაკვეთილო პროცესის სრულყოფილად წარმართვაში, ასევე ხელს ვუწყობთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით - შესაბამისად, სრულყოფილი გარემო, თავისთავად ამაღლებს მოტივაციას. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჩერქეზიშვილი:

პირველ რიგში, კომფორტული გარემო უნდა შევუქმნათ პედაგოგებს, მნიშვნელოვანია მათი ჩატარებული გაკვეთილები დავაფასოთ. ასევე აუცილებელია მასწავლებლების ძლიერი მხარეების შემჩნევა და ამის აღნიშვნა. სასურველია, როცა მასწავლებელი დამატებითად იტვირთავს თავს მისი შრომა აღვნიშნოთ... მოტივაციის ამაღლების სხვა საშუალებებიც არის: პრემია, ფულადი ჯილდო, სიგელი და ა.შ. ზოგადად, მეც პედაგოგი ვარ და ძალიან მახარებს, როცა ჩემს გაკვეთილს აქებენ, ეს ჩემს მოტივაციაზე ნამდვილად დადებითად მოქმედებს. ასევე, მნიშვნელოვანი სკოლის შიდა სამზარეულო, სადაც არ უნდა იყოს დაძაბულობა და ყველა თავისუფლად გრძნობდეს თავს. ყველაზე მთავარი კი მასწავლებლის აღიარებაა! 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი იულო ხელაძე: 

პირველ რიგში მასწავლებლებს ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები, ხელი შევუწყოთ განვითარებაში და თუ ექნებათ სურვილი ტრენინგების გავლაშიც დავეხმაროთ, თუ საჭირო გახდება ფინანსური მხარდაჭერაც გავუწიოთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პედაგოგის ინტერესი დაცული იყოს და იმედია ეს მათ მოტივაციაზეც აისახება. 


კომენტარები


ეტალონი
ერთმანეთს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლის 85 მოსწავლე ეჯიბრებოდა
ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 85 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონი“ გუნდური ფორმატით ამჯერად ლენტეხს ესტუმრა.
„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის არის სტიმულის მიმცემი, ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატში
შედეგებით კი ლენტეხის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებელს შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტი მიეცემა
მასწავლებლების სქემა, ესგ და სახელმძღვანელოები - მიმინოშვილის კვლევის შედეგები ცნობილია
სკოლიდან წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს, მერიის მიერ გადაცემული თანხა კი  მთლიანად მოსწავლეთა საჩუქრებში დახარჯა - წიგნები უყიდა
სწავლის შედეგები განისაზღვრება საფეხურებრივ დონეზე - 3 ძირითადი კომპონენტი ახალ ესგ-ში
„ბავშვი, რომელსაც 9 ქულაზე დაბალი ნიშანი ჰყავს, არ უნდა ირიცხებოდეს უნივერსიტეტში... სადიაგნოსტიკო შეფასების გარეშეც ვსაზღვრავთ მოსწავლეთა ცოდნის დონეს“
პიროვნება
სკოლები
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ეკა გერგაიამ, მოსწავლეთა ჩართულობით, კლასში მოაწყო საშემოდგომო ღონისძიება
განსაკუთრებით აღსანიშნავია, საზეიმოდ მორთული სასკოლო გარემო, რაც მოსწავლეთა განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა
საინტერესო
მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს სხვა ბავშვების უხამსი ფოტოების შესაქმნელად იყენებენ - ბრიტანეთში სკოლებს ქმედებისკენ მოუწოდებენ
საინტერესოა, როგორია შეფასების სისტემა საზღვარგარეთ? -  წარმოგიდგენთ, 4 ქვეყნის გამოცდილებას
დედამ ბიჭისთვის თმის შეჭრა გადაწყვიტა, რადგან შეეშინდა, რომ მის შვილს სკოლაში საყვედურს გამოუცხადებდნენ
ბავშვები კომპლექსების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობენ
სიახლეები
საზოგადოება