სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იწყება თუ არა 15 სექტემბერს სწავლა გურიის სტიქიის დროს დაზიანებულ სკოლებში
11-09-2023
-
+


გურიაში მომხდარ სტიქიას - ძლიერ წვიმასა და მეწყერს 3 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 არასრულწლოვანი... იყო მატერიალური ზარალიც; დაიტბორა სახლები, შენობები, დაზიანდა გზები, ინფრასტრუქტურა.

დაზიანდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და  როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე etaloni.ge-ს ეუბნება, სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა იმდენად დაზიანდა, რომ შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება შეუძლებელია. პრობლემა წარმოიშვა ჩოჩხათის საჯარო სკოლის შემთხვევაშიც - სოფელში გზები დაზიანდა, ამიტომაც მოსწავლეებს ტრანსპორტი შემოვლითი გზებით ატარებს.

„მოვარდნილმა წყალმა, სახლი წაიღო... შემდეგ კი თორნიკე გარდაცვლილი იპოვეს“ -  ჯუმათის სკოლის დირექტორი დეტალებზე

„ყველაზე მეტად შრომისუბნის სკოლა დაზიანდა, ამ ეტაპზე, შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება შეუძლებელია. მანამ, სანამ შენობა სრულად არ დასუფთავდება, ინფრასტრუქტურა აღდგება და ზარალი დაითვლება სწავლა დაქვემდებარებული სკოლის - ჯიხანჯირის კორპუსში წარიმართება. 

ჩოჩხათის სკოლის შემთხვევაში, ცვლილებები ტრანსპორტის მიმართულებით იქნება, რადგან სოფელში გზებია დაზიანებული. ამიტომაც, ბავშვებს სკოლაში შემოვლითი, უსაფრთხო გზებით მიიყვანენ“,- ამბობს ნინო ჩიტიძე. 

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საასწავლო პროცესი ყველგან 15 სექტემბერს დაიწყება.

„სხვა სკოლებში არ გვაქვს პრობლემა, უმნიშვნელო ზარალია, რასაც სკოლები საკუთარი ძალით მოაგვარებენ. სასწავლო პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან 15 სექტემბერს დაიწყება“,- აღნიშნა ნინო ჩიტიძემ.

გურიაში სტიქიის შედეგად 3 პირი დაიკარგა, აქედან 2 არასრულწლოვანია

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება