სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

„მოვარდნილმა წყალმა, სახლი წაიღო... შემდეგ კი თორნიკე გარდაცვლილი იპოვეს“ -  ჯუმათის სკოლის დირექტორი დეტალებზე
08-09-2023
-
+


გურიაში სტიქიის ზონაში მოყოლილი არასრულწლოვანი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ჯუმათის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე - თორნიკე ჩხარტიშვილია.

გურიაში სტიქიის შედეგად 3 პირი დაიკარგა, აქედან 2 არასრულწლოვანია

როგორც სკოლის დირექტორმა ავთანდილ ჩხარტიშვილმა Etaloni.ge - სთან საუბრისას განაცხადა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა და დეტალებზე საუბარი უჭირს. სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს რომ სტიქიის დროს სახლში ბავშვთან ერთად ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა უეცრად მოვარდნილმა წყალმა სახლი წაიღო... 

Etaloni.ge დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ჯუმათის საჯარო სკოლის დირექტორ - ავთანდილ ჩხარტიშვილს.

 „მე-6 კლასის მოსწავლე იყო - თორნიკე ჩხარტიშვილი. ძალიან ვწუხვარ და მთელი სკოლის სახელით ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს. მიჭირს ვისაუბრო ამ მძიმე შემთხვევაზე, დიდი ტრაგედია დატრიალდა...

ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ, თუმცა ისე მოხდა, რომ მოვარდა წყალი, სახლი წაიღო და თორნიკე გარდაცვლილი იპოვეს...“ - აღნიშნავს დირექტორი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები. 

„ეტალონი“ მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება