სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა - ლია ბუკიამ მორიგი პროექტი წარადგინა 
21-08-2023
-
+


საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურადაა ჩართული. 

უკვე 2 წელია პროექტ „უკეთესი განათლების“ ფარგლებში, წარდგენილი პროექტის - „ადამიანის ფსიქოლოგია“ კურსი ყველა მსმენელისთვის დაფინანსდა. პროექტი წარადგინა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ლია ბუკიამ.

კურსის ღირებულება 1 პირზე 1250 ლარი იყო, რომელიც სრულად დაფინანსდა. კურსი ონლაინ ჩატარდა.

სწავლების ხანგრძლივობა 4 თვეს მოიცავდა. კურსი იანვრიდან ივლისის ჩათვლით 712 მსმენელმა გაიარა. ამჟამად, გადის 480 მსმენელი.

ტრენინგის მიზანია: მსმენელმა შეძლოს მომსახურებისა და კომუნიკაციის ეფექტური მოდელის საშუალებით ადამიანებთან ნდობის, კეთილგანწყობის მოპოვება, არავერბალურ კომუნიკაციაზე დაკვირვების საშუალებით ადამიანებთან ურთიერთობის პროცესის სწორად წარმართვა: „ასევე,  სტრესულ სიტუაციაში საკუთარი აზრების გადასტრუქტურირება, სტრესის მართვა საკუთარ თავში და სხვა პიროვნების დახმარება რთული სიტუაციაში, კონფლიქტურ ვითარებაში ესკალაციის დონის შეფასება, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება, კოგნიტური რესტრუქტურირების ტექნიკის საშუალებით აგრესიის მართვა.

თითოეული საკითხის ცოდნა მსმენელს გაუადვილებს ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროცესის მისთვის სასურველი მიმართულებით წარმარვას და დაეხმარება ფაქტთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღებაში, რათა ადვილად მოიპოვოს ადამიანების ნდობა და მოახდინოს დადებითი გავლენა მათზე“, - აღნიშნულია etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება