| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ამ მიმართულებით.
დოკუმენტის თანახმად, იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება; დაიხვეწება სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგია;
გარდა ამისა, დეგეგმილია ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა - სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა და არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა.
ცნობილია ისიც, რომ გაგრძელდება ბავშვების სხვადასხვა სოფლებიდან ტრანსპორტირება.
„აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი