სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლები მოსწავლეებს არ უნდა გვამცირებდნენ!“ - აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულებზე მაქსიმალური შედეგი დადო
08-08-2023
-
+


ნინა თეთრაძე ერთ-ერთია იმ აბიტურიენტთაგან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს და არც ერთადერთი, რომელიც  ბარიერის გადალახვას ნატრობდა. როგორც თავად გვიყვება, ამაყია, რადგან სკოლაში ბევრი დამცირებისა და მასწავლებლების კრიტიკის მიუხედავად, შეძლო და საუკეთესო აბიტურიენტთა რიგში მოხვდა.

ნინამ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულიდან 58 მიიღო, უცხო ენაში მაქსიმალური - 70 ქულა, მათემატიკაში კი 50, 51 ქულიდან.

ნინამ, Etaloni.ge-ს ყურადღება მიიპყო, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით:

„უამრავი დამცირების, მასწავლებლების ჩემდამი დამოკიდებულების მიუხედავად, შედეგი დავდე, ის რაც არასოდეს წარმომედგინა. ძალიან გახარებული და ანერვიულებული ვარ ახლაც ვერ ვიაზრებ რა მოხდა, ან როგორ შევძელი მაგრამ შევძელი.

არასდროს დაიხიოთ უკან, არასოდეს თქვათ არ შემიძლია, ვერ ვიზავ, არ გამომდის ყველას ყველაფერი გამოგივათ, თუ წელს არ გაგიმართლათ, შემდეგ წელს ცდით მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“.

 Etaloni.ge დაუკავშირდა ნინას, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თუ რამდენად რთულ გარემოში სწავლობდა, რატომ ამცირებდნენ პედაგოგები და რამ აიძულა სკოლა შუა სემესტრში შეეცვალა.

„საერთოდ არ ველოდი ასეთ მაღალ ქულებს, იმასაც კი ვამბობდი, იმედია ბარიერს გადავლახავ - მეთქი. თავდაჯერებული რომ არ ვიყავი, ალბათ, ჩემმა სკოლის მასწავლებლებმაც განაპირობებს. მათ გამო იძულებული გავხდი, პანდემიის დროს, შუა სემესტრში, სკოლა შემეცვალა. ბევრი მასწავლებელი მამცირებდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, არ მოსწონდათ ჩემი გარეგნობა, იმიჯი, ჩაცმის სტილი, სათვალე, ქუდი, შეღებილი თმა... ამის გამო მიკრძალავდნენ სკოლაში მისვლას, ან თუ მივიდოდი მათი „სტანდარტები“ უნდა დამეკმაყოფილებინა.

ვფიქრობ, ადამიანის გარეგნობაზე არ უნდა ისაუბრო, განსაკუთრებით სკოლაში, დაწესებულებაში, რომელსაც „ცოდნის ტაძარს“ ვუწოდებთ, მასწავლებლები მოსწავლეებს არ უნდა გვამცირებდნენ! აქ ყურადღება მოსწავლის ცოდნას უნდა ექცეოდეს. მე დიდი ცოდნა მქონდა და დღემდე კარგად ვსწავლობ, იმედია ასეც გავაგრძელებ... მასწავლებლებმა ის მოსწავლეები, რომლებსაც მათთვის მოსაწონად ეცვათ, მაღალ ქულებზე გაიყვანეს, მე კი - დამაკლეს! სამწუხაროა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ, ჩემი გემოვნება და გარეგნობა აღმოჩნდა. ეს მიდგომები უნდა გამოსწორდეს და სკოლებში ყურადღება სწავლას მიექცეს!

ამ ცუდი გამოცდილების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჩემი დაწყებითების მასწავლებელი - რუსუდან გიოშვილი, რომელმაც ის ცოდნა მომცა, რაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება, ამ სტრესულ გარემოში, ის იყო ჩემთვის ნათელი წერტილი და ადამიანი, რომელიც მუდმივად გვერდში მედგა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კავკასიის უნივერსიტეტში ვაბარებ, ეკონომიკის მიმართულებით ინგლისურენოვან პროგრამაზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს საქართველოში ვერ ვხედავ, რადგან ვთვლი, რომ ამ სფეროს, ჩვენს ქვეყანაში არ აქვს განვითარების პერსპექტივა“, - აღნიშნავს ნინა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება