სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეკორდული ქულა გეოგრაფიის გამოცდაზე - მათე ულუმბერაშვილი
07-08-2023
-
+


რთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები, უკვე ყველა საგანში ცნობილია. არაერთმა აბიტურიენტმა შეძლო საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენა, მათ შორისაა მათე ულუმბერაშვილი.

მათე, ილია ვეკუას სახელობის, თბილისის N42 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელმაც გეოგრაფიაში უპრეცედენტო შედეგი აჩვენა და მაქსიამალური, 59 ქულიდან, 58 მიიღო.

Etaloni.ge გიზიარებთ მათეს ემოციებსა და სამომავლო გეგმებს:

„გეოგრაფია ძალიან მიყვარს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩაბარება, თუმცა ამხელა ქულას ნამდვილად არ ველოდი, რადგან აქამდე არავის მიუღია. ძალიან გამიხარდა, ეს წარმატება მასწავლებლის დამსახურება და ჩემი დიდი შრომის შედეგია. გეოგრაფია ისეთი საგანია, რომ გამოცდაზე საკითხების ნახევარი ზოგად განათლებაზე მოდის და თუ ზოგადი განათლების მაღალი დონე გაქვს, მაშინ ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელია. შედეგის ნახვის შემდეგ, სიხარულთან ერთად, სიამაყის გრძნობაც დამეუფლა. ვაპირებ, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარო, საერათაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ბავშვობიდან საელჩოში ვხედავდი საკუთარ თავს და ჩემი მომავალი პროფესიული არჩევანიც, სწორედ ამან განაპირობა. მართალია, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტული მიმართულება, თუმცა მაქვს მიზანი - ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინო საერთაშორისო ასპარესზე“ - აღნიშნავს მათე.

აღასნიშნავია, რომ მათემ არა მხოლოდ გეოგრაფიაში შეძლო მაღალი ქულის მოპოვება, მან უცხო ენაში მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო, ქართულ ენასა და ლიტარატურაში კი, 60-დან 55.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება