| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს... ჯერჯერობით გარდაცვლილთა ნაწილი იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ სტიქიამ თბილისის N161 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, ლუკა დუდაშვილი იმსხვერპლა.
მეწყერის შედეგად დაკარგულებს შორის „ეტალონ მოსწავლეს“ და მის ძმას ეძებენ
ფაქტს ეხმაურება თბილისის N161 საჯარო სკოლა: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლბლებს და სრულიად საქართველოს.
სტიქიამ იმსხვერპლა ჩვენი მეორე კლასელი მოსწავლე ლუკა დუდაშვილი... ვუსამძიმრებთ პატარა ლუკას დამრიგებელს და კლასელებს. სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან,რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას ამ ხანმოკლე პერიოდში.
განსაკუთრებით მძიმე ზაფხულია ჩვენთვის“, - ნათქვამია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. „ეტალონი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებს გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ