სიახლეები
სიახლეები

„შეუძლებელია, შემდეგ ეტაპზე გადახვიდე, თუ გაკვეთილები გამოტოვე და ტესტი არ დაწერე“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკულ სკოლაში სწავლაზე
29-07-2023
-
+


მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკრაინულ „ვოისში“ გამარჯვების შემდეგ გაიცნო, უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს.

ალექსანდრე ამერიკაში ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ერთი კვირით წავიდა, თუმცა უკვე სამ წელზე მეტია, იქ იმყოფება, რადგან კოვიდპანდემიის გამო ის პროექტიც ჩაიშალა და მისი გამომგზავრებაც გადაიდო.

ალექსანდრე უკვე 17 წლის არის, ნიუ-იორკში კონცერტის ჩასატარებლად ემზადება და იქაური სკოლის მე-11 კლასის საფეხურზე ირიცხება.

როგორც მომღერალი გვიყვება, კოვიდპანდემიიდან მოყოლებული, სკოლებში შესაძლებელია, ონლაინსწავლების რეჟიმში დარჩენა და თავად მოსწავლის სურვილზეა დამოკიდებული, დაუსწრებელ რეჟიმს აირჩევს თუ დასწრებულს.  

ამერიკულ სკოლასა და პროფილურ სწავლებაზე ალექსანდრე Etaloni.ge-ს ესაუბრა:

- ალექსანდრე, უკვე სამი წელია, ამერიკული სკოლის მოსწავლე ხართ. როგორ შეაფასებთ ამერიკულ ზოგადი განათლების სისტემას, რით განსხვავდება ქართულისგან?

- აქაური განათლების სისტემა აბსოლუტურად განსხვავებულია ქართულისგან. აქ სხვადასხვა სკოლაში სწავლების სხვადასხვა სისტემა აქვთ. მე ონლაინსწავლებაზე ვარ და გაწევრიანებული გახლავართ სკოლის ისეთ პროგრამაში, სადაც მიწევს დღეში 5-დან 10 ტესტამდე დავწერო - ყველა გაკვეთილის ბოლოს ტესტებს გვაწერინებენ.

შეუძლებელია, შემდეგ ეტაპზე გადახვიდე, თუ გაკვეთილები გამოტოვე და არ ისწავლე. გაკვეთილს თუ არ უსმინე, ტესტს კარგად ვერც დაწერ. ტესტი თუ კარგად ვერ დაწერე, შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვალ და შეიძლება, მთელი ერთი კვირა ერთსა და იმავე საგანზე გაიჭედო, სანამ არ მოამზადებ და არ ჩააბარებ.

- ონლაინსწავლების რეჟიმი პანდემიის შემდეგ მაინც დარჩა სკოლებში?

- დიახ, აქ შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე საკლასო ოთახში სწავლება და ეს შენზეა დამოკიდებული. რადგან საქართველოში წასვლას ვაპირებდი, გადავწყვიტე, ონლაინგაკვეთილების პროგრამა ამეღო და ისე მესწავლა. ახლა კი ვაპირებ, ბოლომდე ონლაინსწავლებით დავამთავრო სკოლა, რადგან ასე უფრო მეტი დრო მრჩება მუსიკისთვის.

- რა საგნებს ისწავლით, თქვენზეა დამოკიდებული?

- დიახ. შეგიძლია, რომელი საგანიც გინდა, ის აირჩიო და ისწავლო. ჩემს სკოლაში სავალდებულო საგნები არ არის და შენზეა დამოკიდებული, რას აირჩევ, თუმცა, თუ გინდა, სწავლა რომელიმე კოლეჯში გააგრძელო, უნდა გქონდეს საკმარისი კრედიტები, რომ იქ მიგიღონ. მაგალითად, მე რომელ კოლეჯშიც მინდა წასვლა, იმის მოთხოვნების შესაბამისად, ინგლისურ ენაში უნდა მქონდეს დაგროვილი 4-დან 5 კრედიტამდე. ანუ მე თუ მინდა, იმ კოლეჯში გავაგრძელო სწავლა, აუცილებლად უნდა ავიღო ინგლისურის კლასი, რომ საკმარისი კრედიტები დამიგროვდეს და აქედან გამომდინარე იღებ საგნებს.

მე ვსწავლობ ინგლისურს, ალგებრას, მუსიკას, ხელოვნებას, დრამას, გეოგრაფიას, ისტორიას და ესპანურს, რადგან კიდევ ერთი უცხოური ენა უნდა ვიცოდე, რომ იქ მოვხვდე, სადაც მინდა. საბოლოო ჯამში, არც ვიცი, წავალ თუ არა იმ კოლეჯში სასწავლებლად, სადაც მინდა, თუმცა ვფიქრობ, იქნებ მომინდეს-მეთქი და მინდა, საკმარისი კრედიტები მქონდეს.

ბევრი განხრა აქვს იმ კოლეჯს, მაგრამ სამსახიობო-სარეჟისოროც აქვს. ხელოვნება იმიტომ ავირჩიე, რომ კოლეჯში დასაგროვებელი კრედიტებისთვისაც კარგია და პირადად ჩემთვისაც. სხვა საგნები - ალგებრა, გეოგრაფია, ისტორია კი, უკვე თავად კოლეჯს აქვს მოთხოვნაში. 

- ქართულ სკოლაში რაც ისწავლეთ, გამოგადგათ ამერიკაში?

- მათემატიკა, რა თქმა უნდა, გამომადგა, მაგრამ, მაგალითად, ისტორია - ნაკლებად, რადგან აქ ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიას ვსწავლობთ. ასე რომ, საქართველოში სკოლაში სწავლამ დიდი საქმე გამიკეთა მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა გარკვეული ბაზა მომცა და რაღაც ნაბიჯებამდე გამომადგა.

- როგორ ფიქრობთ, ონლაინ სწავლება რამდენად საკმარისია კარგი განათლების მისაღებად?

- ჩემთვის ეს საკმარისზე მეტიცაა. პირველ ადგილზე ჩემთვის მუსიკა დგას, რაშიც სწორედ ონლაინსწავლება მეხმარება, რადგან ბევრი დროის კარგვა არ მიწევს სიარულში. სწავლით კი უფრო მეტსაც ვსწავლობ, ვიდრე აქ კლასში სიარულისას ვისწავლიდი.

სხვათა შორის, რომ მოვუყევი ჩემს აქაურ მეგობრებს, როგორ ვსწავლობ, ამ სისტემაზე გადასვლა არ უნდათ, რადგან უფრო მეტი სწავლა მოუწევთ. აქ სკოლაში რომ მიხვალ და ესწრები, უკვე რაღაც ქულა გეწერება, გეთვლება, რომ მოისმინე, რომც არ უსმენდე და უარყოფით შეფასებას არც მოგცემენ. ჩემს შემთხვევაში კი, თუ არ ჩააბარე ის ტესტები ყველა გაკვეთილზე და მართლა არ ისწავლე, ვერ გადახვალ შემდეგ ეტაპზე. აქ გვაფასებენ 0-დან 100 ქულამდე. შემდეგ კი, ამ ქულებიდან გამოჰყავთ ასო ქულები - A, B, C და ა.შ.

ძალიან მაღალი ქულები მაქვს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. რაც მაინტერესებს, შემიძლია, თავი დავაკლა და იმაზე მეტი გავაკეთო, რასაც ითხოვენ. ჩემი მეგობარი დამცინოდა - იცოდა, რომ ალგებრაში ტესტი მქონდა დასაწერი სასწრაფოდ და მაინც ინგლისურს ვწერდი. გვერდით გადავდე მათემატიკა და ორმაგად ვიმეცადინე ინგლისურში, ვიდრე მთხოვდნენ. ეგ თვისება მაქვს - უნდა მაინტერესებდეს, რომ ვისწავლო.

- საქართველოში ყოფნისას კარგ მოსწავლედ ითვლებოდით?

- საქართველოში სწავლისას მე მქონდა ძალიან ბევრი გაცდენები კონკურსების გამო და ეს გაცდენები რომ ანგარიშდებოდა, გარკვეული ქულები მაკლდებოდა. როდესაც კონკურსებზე დავდიოდი, დაწყებითის მასწავლებელი, ლელა სულეიმანაშვილი, ღამის 10 საათზეც მიბარებდა და ღამის 12 საათამდე მამეცადინებდა, რომ შემდეგ დღეს სკოლაში მომზადებული მივსულიყავი.

მანდ სწავლისას ყველაზე დაბალი ქულა რუსულში მქონდა, რადგან არასოდეს მაინტერესებდა ეს ენა ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის გამო. არ ვთვლიდი საკუთარ თავს ვალდებულად, რუსული ენა მესწავლა. სკოლაში საშუალება გვქონდა, ხმა მიგვეცა და ისე ამოგვერჩია, გერმანულის სწავლა გვინდოდა თუ რუსულის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხმათა უმრავლესობით, რუსული გადაწყდა და მე კი გადავწყვიტე, არ მესწავლა და მასწავლებელიც 6-იანს ან 7-იანს მიწერდა.

სხვა საგნებში კი კარგი ქულები მქონდა - 8, 9, 10. ქართულში და ინგლისურში ყველაზე მაღალ ქულებს ვიღებდი. მათემატიკაში - შედარებით დაბალ ქულას, რადგან დიდად არ მაინტერესებდა, ახლა უფრო მაინტერესებს.

აქ, ამერიკაშიც ალგებრაში მივიღე დაბალი, 85 ქულა. დანარჩენ საგნებში კი 90, 92, 98 ქულებს ვიღებ. ჩემ სკოლას იცით რა აქვს კარგი? შეგიძლია, პროგრამა ისე ისწავლო, რომ ადრე დაამთავრო სკოლა, თუმცა მე ამას ვერ ვახერხებ.

ზოგადად, ჩემი აზრით, ამერიკული განათლების სისტემა ბევრად სჯობს ქართულს. მანდ ძალიან ბევრი მასალაა, რომელიც უნდა დაიმახსოვრო, დაიზეპირო. აქ უფრო პრაქტიკაშია გადაყვანილი ის ყველაფერი, რასაც სწავლობ. ყველაზე მეტად ეს არ მომწონს ქართულ სკოლებში. პროფილური სწავლებაც, ანუ რაც გაინტერესებს იმ საგნების სწავლა, დიდი მიღწევაა და ბევრად უფრო საინტერესოც.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება

გაძლიერებული საგნების პედაგოგებსა და სკოლებს სამინისტრო ტრენინგების შემდეგ შეარჩევს

სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას თბილისის მერია გადაიბარებს

მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება