სიახლეები
სიახლეები

„მიდგომა უნდა შეიცვალოს, რათა აბიტურიენტები მუდმივად დამნაშავის მდგომარეობაში არ იყვნენ“- სასამართლომ განჩინება 24 საათში მიიღო - რა დაევალა NAEC-ს
28-07-2023
-
+


აბიტურიენტმა, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო დავა მოუგო. მიღებული გადაწყვეტილებით, NAEC -ს აპლიკანტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება დაევალა. 

როგორც ცნობილია, სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო (ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება) ვერ გამოცხადდა.

etaloni.ge ამ შემთხვევის დეტალებით დაინტერესდა და აბიტურიენტის დედას, ინგა ბაშიროვს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მხარდაჭერის გარეშე, ამ შედეგს ვერ მიაღწევდა.

ინგა ბაშიროვმა განათლების სამინისტროს მხრიდან გამოჩენილ გულგრილობასა და ცინიკურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და ისიც გაიხსენა, რისი გადატანა მოუწია ისტორიის გამოცდის დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

აბიტურიენტმა NAEC -ს სასამართლო მოუგო - გადაწყვეტილება 24 საათში მიიღეს 

„ამ ერთი კვირის განმავლობაში, ყველაზე სამწუხარო, ალბათ, ის იყო, რომ განათლების სისტემამ შეიძლება მოგატყუოს. მათი მხრიდან, იყო ცინიზმი და კატეგორიული უარი. სამინისტროს წარმომადგენელი მეუბნებოდა, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება ადამიანს ანტიბიოტიკი დაუნიშნო და ამ დროს სტაციონარში არ წაიყვანო. ჩემს შვილს მე-3 მეექვსე კბილი აქვს - ასე ჰქვია.
მე მაინტერესებს, როდესაც სახელმწიფო აბიტურიენტისგან ითხოვს, რომ ის სტაციონარში უნდა იყოს, საიდან უნდა ჰქონდეს ამის თანხა? ჩემი შვილი მაგ დროს სრულწლოვანი იყო, 1 თვეა სკოლა დაამთავრა და ფინანური შესაძლებლობა საიდან უნდა ჰქონოდა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ სტაციონარში კბილებს არ მკურნალობენ“,- ამბობს აბიტურიენტის დედა. 

მისი თქმით, აბიტურიენტების მიმართ მსგავსი მიდგომა უსამართლოა და ყველანაირად ეცდება, რომ ამის შეცვლაში წვლილი შეიტანოს.

„არ გავჩერდები, ვეცდები, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მივმართო, რათა ეს საკითხი სხვა აბიტურიენტებისთვისაც განიხილონ. მათ მივმართავ, ვთხოვ, ვითარება განიხილონ და სისტემას რაიმე ბერკეტი შესთავაზონ, რათა ადამიანები მუდმივად დამნაშავის მდგომარეობაში არ იყვნენ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩემმა შვილმა გამოცდა საერთოდ ვერ ჩააბაროს, მაგრამ ეს მისი პასუხისმგებლობაა და არა სახელმწიფოსი, რომელიც ამის უფლებას არ აძლევს. 

ზოგადად, ასეთი შეხედულება მაქვს, რომ ადამიანი, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისში, სახელმწიფოს თვალში პოტენციური დამნაშავე არ უნდა იყოს. არ არის საჭირო, რომ აბიტურიენტმა, რომელსაც განათლების მიღება უნდა, ამტკიცოს, სიტყვაზე, ავარიაში მოვყევი და გამოცდაზე ამიტომ დამაგვიანდაო“,- აღნიშნავს ინგა ბაშიროვი.

ინგა ბაშიროვის თქმით, მას რამდენიმე არასრულწლოვანი აბიტურიენტი დაუკავშირდა და უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა მათთანაც დაფიქსირდა, თუმცა მათი ოჯახების პოზიცია სხვანაირი იყო - მშობლებმა უთხრეს, რომ არაუშავდა და მომავალ წელს ჩააბარებდნენ. 

„განათლების სამინისტრო ძალიან დიდი შენობაა, ეს ნიშნავს, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს - ადამიანი და არა ხელოვნური ინტელექტი, ისინი იქ ზუსტად იმისთვის არიან, რომ ადამიანური პასუხი გამცენ.

ჩემი შვილი გამოცდას როდის დაწერს, ჯერ არ ვიცით. დღეს ველოდებით განაჩენს ადვოკარებისგან და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წავიღებთ“,- ამბობს ინგა ბაშიროვი.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ცნობილია, რა ცვლილებები შეეხებათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ სასწავლო წლიდან მოსწავლეებს 

მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამა უქმდება - უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს

ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას

გაიცანით განათლების ახალი მინისტრი, რომელიც მანამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა - საკადრო ცვლილება აფხაზეთის ა/რ მთავრობაში

შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ამასთანავე, გრძელდება მობილობის პროცესი სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველთათვის

მათ ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე, შექმნეს მრავალფეროვანი ილუსტრაციები და ირწმუნეს, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სკოლის მნიშვნელოვან წვლილს ქართული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში“

 

 

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება