სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვორდი, ექსელი, ფოვერ ფოინთი - რა დავალებები შეასრულეს კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდაზე აპლიკანტებმა  
21-07-2023
-
+


დღეს პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები გამოცდას კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკულ ნაწილში აბარებენ. ტესტირებაზე მოსულ დავალებებთან დაკავშირებიტ აპლიკანტებმა etaloni.ge - სთან ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გამოცდა საკმაოდ რთული და სტრესული იყო.  

პედაგოგების მსურველმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ სკოლებში სათანადოდ არ ისწავლება ეს საგანი და სტუდენტობის პერიოდში როცა ონლაინ მოუწიათ სწავლის გაგრძელება საკმაოდ გაუჭირდათ

„პრეზენტაცია უნდა აგვეგო სურათების მიხედვით, დიაგრამაც გასაკეთებლი იყო. „სქრიჩში“ ერთი ანიმაცია უნდა შეგექმნა, ძალიან რთულიც არ იყო, მაგრამ სტრესული იყო. უფრო მეტად ექსელი გამირთულდა. მოქმედი მასწავლებელი არ ვარ. პედაგოგობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ როდესაც ონლაინ სწავლება მიმდინარეობდა, სტუდენტი ვიყავი, კომპიუტერული პროგრამები არ ვიცოდი, გამიჭირდა.

სკოლებში ეს საგანი - თუნდაც, ვორდთან მუშაობა სათანადოდ არ ისწავლება. მინდა, ვისწავლო და შემდეგ, მოსწავლეებსაც ვასწავლო, როგორ იმუშაონ ვორდთან, ექსელთან და განსაკუთრებით, ფოვერ ფოინთთან. გამოცდით საკუთარი თავი და ცოდნა გამოვცადე. ვფიქრობ, როდესაც გამოცდას წარმატებით აბარებ, ამ მიმართულებით დასაქმება მარტივია. მოსწავლეებს კომპიუტერთან მუშაობას ვასწავლი, რითაც მომავალში უნივერსიტეტში სწავლაც გაუმარტივდებათ. ყველაზე კარგი „სკეჩ“ პროგრამირებაა, მოსწავლეები, ფაქტობრივად, თამაშებით სწავლობენ. ეს ყველაფერი ჩემს დროს, სკოლაში საერთოდ არ ისწავლებოდა. გამოცდის შემდეგ, დადებითი მოლოდინები მაქვს“, - გვეუბნება ირინა ნადირაძე.

„გამოცდა ჩემთვის რთული იყო. ჩემი აზრით, გამოყოფილი დრო საკმარისი არ იყო, ყველა დავალების შესრულება ვცადე, თვალი კი ვეღარაფერს გადავავლე. ვფიქრობ, ეს ტესტები მასწავლებლის ცოდნას გამოავლენს. წინასწარ თქმა მიჭირს, თუმცა იმედია, თავი კარგად გავართვი“, - გვეუბნენბა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი.

„დიაგრამა უნდა აგვეგო, რაც საშუალო სირთულის იყო. ფოვერ ფოინთში თითქმის ყველა დავალება შევასრულე, ცოტა მესამე სლაიდზე გამიჭირდა. დანარჩენი ყველაფერი გავაკეთე. ექსელში უჯრის გაყინვები იყო. რაღაც სიტყვები გადაქართულებული იყო, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. ალგორითმში იყო 1-დან 50-მდე რაღაც ჩაფიქრებული რიცხვი, რისი შესრულებაც მარტივი არ იყო. საერთო ჯამში, ვფიქრობ ნორმალური შედეგი მექნება“, - გვეუბნება აპლიკანტი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება