სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გრძელდება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესი“
20-07-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.

გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე. მისი თქმით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც, თავის მხრივ,მათი მაქსიმალური ჩართულობით არსებული სქემის დახვეწას გულისხმობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლებთან შეხვედრები და მათი მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს მიერ განხორციელებული თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პედაგოგთა საუკეთესო ინტერესებს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიიღეს.

გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან  შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება