სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სემეკ-ს შორისუ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
20-07-2023
-
+


ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მემორანდუმის მიზანია, ენერგეტიკის სფეროში ჟვანიას სკოლის მსმენელების, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების, ცნობიერების ამაღლებისთვის სემეკის წარმომადგენლების მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროფესიულ, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლიერებასა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება