სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლები და ბაღები ახალ სტრუქტურას დაუქვემდებარეს - რა იცვლება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
20-07-2023
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახური.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროცესების კოორდინაცია და მხარდაჭერა;

ბ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და მათი დუბლიკატების გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების პროცესის კოორდინაცია;

ე) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესის კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის სქემით გათვალისწინებული პროცესების კოორდინაცია;

თ) საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარების პროცესის კოორდინაცია;

კ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

ლ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

მ) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სხვა პროცესების კოორდინაცია;

ნ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის  ადმინისტრირება;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირების, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას,  პირველადი რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება