სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის KIU-ს ყველა სტუდენტი წარმატებული? - ზუზუ კობალაძე საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბობს
19-07-2023
-
+


ზუზუ კობალაძე - ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის ოქროს მედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მეორე კურსის სტუდენტია, რომელიც უმაღლესში, 100 პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა. მისი გამორჩეული მიღწევების გამო უნივერსიტეტი საერთო საცხოვრებლის ხარჯს სრულად უფინანსებს და ყოველთვიურ სტიპენდიასაც აძლევს. იგი კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტია, რაშიც სფეროში დიდხნიანი გამოცდილება დაეხმარა.

„სკოლაში საკმაოდ აქტიური მოსწავლე ვიყავი. სწორედ ამ პერიოდიდან დავინტერესდი პროგრამირებით და ადრეული ასაკიდანვე დავიწყე მისი შესწავლა. კოდირების პარალელურად სხვადასხვა ამოცანას ვხსნიდი ვებ-გვერდზე hackerrank.com, რომელზეც საქართველოს მასშტაბით ამჟამად პირველი ადგილი მიჭირავს“. 

როგორც ზუზუ გვეუბნება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი KIU-სა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კოლაბორაცია, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელი პროფესორები, პირადი ინტერესი კომპიუტერულ მეცნიერებაში, კამპუსზე ცხოვრების შესაძლებლობა და სტუდენტებისთვის შეთავაზებული დაფინანსების მრავალმხრივი პაკეტი აღმოჩნდა.

„ჩემთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უნიკალური შესაძლებლობა მეძლეოდა ჩემსავე ქალაქში მიმეღო ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხარისხის განათლება, ამასთან დამეზოგა, როგორც ფინანსური, ისე დროითი რესურსი და უწყვეტი კავშირი შემენარჩუნებინა ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან“ - გვეუბნება ზუზუ.

უკვე გამოცდილი სტუდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მომავალ სტუდენტებს ურჩევს, მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე, იპოვონ ბალანსი სწავლასა და გართობას შორის, ამასთან, აუცილებლად ჩაერთონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა პროექტში. თავადაც არაერთ სხვა აქტივობაშია ჩართული. იყო NASA Space Apps Challenge-ის ფინალისტი, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, არაერთ STEM-ის ბანაკში მიუღია მონაწილეობა, მოპოვებული აქვს ინგლისურის C1-ისა და ფრანგულის B2-ის საერთაშორისო დიპლომები. ამჟამად კი დეველოპერად მუშაობს ამერიკულ კომპანიაში Creaton, რაც ეხმარება, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაამდიდროს.

„უნივერსიტეტის, წარმატებული კურსელებისა და პირად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის წყალობით საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე, რამაც, ვფიქრობ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გამხადა არსებულ შრომის ბაზარზე,“- ამბობს ზუზუ და იმედოვნებს, რომ მომავალში, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომელსაც საკუთარი თავის დასახვეწად გამოიყენებს.

პროფესიული განვითარების გარდა იგი პიროვნულ განვითარებასაც დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს,რომ არაერთ ჰობი ჰქონდეს. ამჟამად გატაცებულია სპორტით, განსაკუთრებით კალათბურთითა და კერლინგით. ასევე დიდ დროს უთმობს დარბაზში  წონებით ვარჯიშს (Anabolic Bodybuilding). 

აქტიური სტუდენტისათვის მრავალ პროექტში მონაწილეობა მომავლის გეგმებშიცაა. სურს, რომ ჩაერთოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაში კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით და უწყვეტად განვითარდეს პროფესიაში პრაქტიკული თვალსაზრისითაც.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება