სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას აბიტურიენტებმა - ინგლისური ენის მაქსიმალური ქულა 70-ია
09-07-2023
-
+


10 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენის გამოცდით გაგრძელდება. აბიტურიენტები ორშაბათს ინგლისური ენის გამოცდას ჩააბარებენ. წელს საგნის მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო ტესტირებისთვის აპლიკანტებს  2 საათი და 30 წუთი ექნებათ.

– რას მივაქციოთ ყურადღება ტესტზე მუშაობის დროს?
– გთხოვთ ზედმიწევნით დაიცვათ ტესტის სწორად შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკური და მეთოდური რეკომენდაციები, რაც, თავის მხრივ, დავალებათა პირობებში მოცემული მოთხოვნების ზუსტ დაცვასა და პასუხების ფურცელში მხოლოდ თქვენი პასუხების შესაბამისი გრაფების (უჯრედების) მონიშვნას (ჯვარედინად გადახაზვას) გულისხმობს. ტექნიკურად არასწორად შესრულებული დავალება, უხეშად გადასწორებული ან გაურკვეველი ხელწერით დაწერილი პასუხი შეცდომად ჩაითვლება. პასუხების ფურცელში გადასწორებული პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასწორდება, თუ შეცდომით მონიშნულ გრაფას (უჯრედს) მთლიანად გააშავებთ და მის ნაცვლად ახალ უჯრედს მონიშნავთ. დაიტოვეთ დრო პასუხების ფურცელზე თქვენი პასუხების გადასატანად (ეს იმ შემთხვევაში, თუ პასუხები თავდაპირველად შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელზე გაქვთ დაწერილი). გახსოვდეთ, რომ გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.  

– ტესტი B1 სირთულისაა?
– ტესტური მასალის სირთულის დონე არის მაღალი B1, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების ადეკვატურია.
 
– შეგვიძლია წერისას შემოკლებული ფორმები გამოვიყენოთ?
– დიახ, რა თქმა უნდა, შემოკლებული ფორმების გამოყენება შესაძლებელია.   
 
– ტექსტის მოსმენის დროს (ე. წ. მოსმენის დავალება), შეგვიძლია პარალელურად ტექსტზე მუშაობაც?
– დიახ, შეგიძლიათ. მოსმენისას, ცხადია, ისმენთ ტექსტს და ამავე დროს ხედავთ ამ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც. სწორედ მოსმენილის მიხედვით უნდა ჩაინიშნოთ სწორი პასუხები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება