| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლიანა დოლიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლის მიზანია, თავისი საქმე დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით აკეთოს, ამით კი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში, თავისი წვლილი შეიტანოს. მისთვის მოტივაციისა და სტიმულის მიმცემია თითოეული მოსწავლის, წარმატება, ამისთვის კი თავად ენერგიას არ იშურებს და თავისი მოსწავლეების წინსვლაზე მთელი გულით ზრუნავს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ლიანა დოლიშვილთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ჩემთვის და ჩემი სკოლისთვის ნაყოფიერი და წარმატებული, რადგან განხორციელდა ბევრი შემეცნებითი ღონისძიება.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- ძვირფასო ადამიანებო, შვილებთან იყავით უფრო ახლოს, რათა მეგობრული გახიდება იყოს გულწრფელი.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- აუცილებლად „წიგნს“ დავიხატავდი.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ვფიქრობდი ისეთ სპეციალობას დავუფლებოდი, რასაც გული მკარნახობდა და ჩემი მუშაობა, ჩემსავე ქვეყანას გამოადგებოდა.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ჩემო პაწაწინებო, გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა, დაიცავით თქვენი ენა და გქონდეთ ერთმანეთის სიყვარული.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „მას გულში მიყვარხართ, მას!“
- მოტივაციას მაძლევს...
- თითოეული მოსწავლის, ყოველგვარი წარმატება ჩემთვის დიდი სტიმულია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი